გალში ცხოვრების სირთულეები და გასაჭირი
02 ივნისი, 2022
გალში ცხოვრების სირთულეები და გასაჭირი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში, მოსახლეობის დიდ ნაწილს ეთნიკურად ქართველები წარმოადგენენ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ე.წ საზღვარი გაავლო და აფხაზეთის მოსახლეობას დანარჩენ საქართველოში გადაადგილება შეეზღუდა, რუსებმა გალის სოფლებში ბაზები გახსნეს, სადაც რუსი ჯარისკაცები ოჯახებით ჩამოასახლეს. ხიდები, რომლებსაც მოსახლეობა ენგურზე გადასასვლელად იყენებდა, გამშვებ პუნქტებად აქციეს. ეთნიკურად ქართულ მოსახლეობაზე ე.წ ფორმა N9 და შემდგომ ბინადრობის ხუთწლიანი მოწმობები გაიცა.

რამდენიმე წლის წინ გალის დაბალი ზონის სოფლებს უახლოესი გამშვები პუნქტები ჩაუკეტეს და მოსახლეობა დღესდღეობით ცენტრალური, ე.წ რუხისა და საბერიო-ფახულანის (მდებარეობს გალის ე.წ მაღალ ზონაში) ხიდით გადაადგილდება. აღნიშნული დაბალი ზონის ქართული მოსახლეობისთვის დამატებით დაბრკოლებებსა და ხარჯს უკავშირდება.

ხიდი ხშირად დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით იკეტება. ადამიანები სურსათ-სანოვაგის გარეშე რჩებიან. გალში მცხოვრები მოსახლეობის დანარჩენ საქართველოზე დამოკიდებულება დიდია, გარდა იმისა, რომ იღებენ დევნილთა შემწეობასა და პენსიებს, ყიდულობენ პროდუქტებსა და საჭირო მედიკამენტებს, ნივთებს.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დახმარების მიუღებლობის გამო, ავადმყოფები გარდაცვლილან. ღამის საათებში სასწრაფო დახმარების მიერ ადამიანების საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა თითქმის შეუძლებელია.

My web page

In Gali region of Abkhazia, the largest part of the population is represented by ethnic Georgians. After Russia established new so-called borders, the people were restricted from their free movement to the rest of Georgia. Russians opened military bases in Gali villages also, where Russian soldiers were deployed along with their families. Those bridges once used for crossing the Enguri bridge now are turned into the block posts. And the Georgian population were given Form N9 and later five-year residence permits were issued.

Several years ago, the block posts in Gali lower zone villages were closed and now the locals have to cross central so called Rukhi-Siberio bridge. That poses additional obstacles for Georgians living in the region.

Very often the bridge is closed under the decision of the de facto government and many of locals have the shortages of food. Georgian population of Gali is largely depended on the rest of Georgia, not taking in view the fact that these people receive the allowances of IDPs and pensions from Tbilisi and buy products and necessary medicines at Tbilisi controlled territories.

There have been cases when several people died as they failed to receive the proper medical care. It is almost impossible to transport people in need by ambulances to TAT during night hours.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary