კულტურული ღონისძიებებით დატვირთული მაისი აფხაზეთში
04 ივნისი, 2022
კულტურული ღონისძიებებით დატვირთული მაისი აფხაზეთში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ფოტოები, სერტიფიკატები, აუდიტორიები - ასე მიიწურა მაისი აფხაზეთში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თვეა კულტურული ღონისძიებებისთვის.
მაისის შუარიცხვებში ოჩამჩირეში ლიტერატურული კონკურსი გაიმართა, რომელშიც ცხრა სკოლა და ასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ახალგაზრდების ენთუზიაზმით ჟიურიც კი მოიხიბლა. სამი საპრიზო ადგილიდან ორი გოგონებმა, დებმა, დაიკავეს. კონკურსის კითხვები ნობელის ლაურეატების 8 წიგნზე დაყრდნობით იყო მომზადებული.

ცოტა მოგვიანებით აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელოვნების ფაკულტეტის მხატვარი და დიზაინერი სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. მიუხედავად იმისა, რომ ექსპოზიცია ერთ დღეს გრძელებოდა, ნამუშევრები უკვალოდ არ გაქრება, ფაკულტეტის სასადილოსა და დერეფნებში სტუდენტების ნახატების გალერეა მუდმივად ახლდება. მხატვრებსა და დიზაინერებს ქვეყანაში იცნობენ და უყვართ. მაცხოვრებლებს საღამოობით ექსპოზიციების დათვალიერება ძალიან მოსწონთ.

31 მაისი აფხაზეთის სკოლებში სწავლის ბოლო დღე იყო. ჩვენ სოხუმის მე-6 სკოლა გადავიღეთ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ სკოლაში ქიმიის, მათემატიკის, ფილოლოგიისა და ისტორიის სტუდენტებს სასწავლო პრაქტიკაზე მუდმივად ავლენს.

აფხაზური აქტივობა

ძალიან მალე სკოლადამთავრებულები უმაღლესი განათლების მისაღებად გაეშურებიან, ძალიან ბევრისთვის უკვე ცნობილია, სად მოხვდა, რაშიც მათ სასკოლო ოლიმპიადები დაეხმარათ. დაახლოებით 10 წლის წინ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაწყვიტეს, რომ ახალგაზრდები სწორედ ოლიმპიადების შედეგებზე დაყრდნობით მიეღოთ. ოლიმპიადის ნებისმიერი გამარჯვებული უნივერსიტეტის იმ მიმართულების სტუდენტი ხდება, რომელიც იმ საგანთან არის დაკავშირებული, რომლის ოლიმპიადაშიც ახალგაზრდამ ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა. 31 მაისს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.



ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


Photos, certificates, audiences - this is how May reached its end in Abkhazia, the month that is one of the most active period for cultural events.

In mid-May, a literary competition was held in Ochamchire featuring nine schools and more than a hundred students. Even the jury was fascinated by the enthusiasm of the young people. Two girls - sisters were awarded out of the three prize places. The competition questions were prepared based on 8 books by Nobel laureates.

A little later, Abkhazian State University organized an exhibition of Art Faculty Students` works. While the exposition lasted just for one day, the works will not disappear. The gallery of drawings in the faculty canteen and corridors is constantly updated. Artists and designers are well known and loved in the country. Residents are excited to see their expositions in the evenings.

May 31 was the graduation day in the schools of Abkhazia. We pictured the 6th school in Sokhumi. Abkhazia State University constantly sends chemistry, mathematics, philology and history students to internships to this school.

Very soon the graduates will leave for higher education, it is already known to many where they entered. Entering in higher education institution is based on a student results at the special Olympiads. About ten years ago, Abkhazian state university decided to admit students based on these results. Any winner of the Olympiad becomes a student of the faculty, which is related to the subject in which the young person showed the best result. The winners of the Olimpiad were awarded on May 31 at the University Assembly Hall.


The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Fridrich Ebert Stiffung and Free Association.

Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary