გალის ბაზრობა
26 ივლისი, 2022
გალის ბაზრობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გალში, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას ბაზრობის დღეა. მოვაჭრეები საკვებ პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს ყიდიან. გალში გასაყიდი საქონლის 70% დანარჩენი საქართველოდან შემოდის, ნაწილიც სოჭიდან, ნაწილს, კონკრეტულად თხილს, რძის პროდუქტებსა და ბაღჩეულს ადგილობრივი მოსახლეობა აბარებს. ბაზრობას გალის რაიონისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა განსაკუთრებით მაშინ აქვს, როცა მაცხოვრებლებს კონკრეტული პროდუქტების შეძენა სასწრაფოდ ესაჭიროებათ.

დღესასწაულების მოახლოების დროს მოსახლეობის დიდი ნაწილი დანარჩენ საქართველოში გადადის და საჭირო ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს ყიდულობს. გალში ყველაფერი ბევრად ძვირია და არჩევანიც ნაკლებია. ადამიანები, რომლებიც დანარჩენ საქართველოში გადასვლას ვერ ახერხებენ, ადგილზე სურსათ-სანოვაგის შეძენა გაორმაგებული ფასებით უწევთ, რუბლში.


გალის ბაზრობა

ბაზარი გალის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, იქვეა ავტობუსების გაჩერებაც. გალის სხვადასხვა რაიონიდან ავტობუსები ბაზართან მიდიან და სპეციალური განრიგის მიხედვით გადაადგილდებიან. გალის ყველა სოფელს ავტობუსი ან მიკროავტობუსი ემსახურება.



Every Wednesday, Tuesday and Sunday there is a market arranged in Gali. Traders usually sell food products and household items there. 70% of goods come from Georgia, some from Sochi and some, especially nuts, dairy products and vegetables are provided by the locals. The market has a significant importance for Gali region, especially when the residents need urgently to buy specific products.

As holidays approach, many of the locals travel to the rest of Georgia to buy the things they need as everything is expensive and the choice is not so various in Gali. Those who can not travel have to buy things at double prices, in Rubles.

The market of Gali is located at the center of the city, near the bus stop. Buses from different areas come here according a special schedule. All villages of Gali are served by a bus or minibus.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary