სოხუმის ტურისტული ადგილები
30 ივლისი, 2022
სოხუმის ტურისტული ადგილები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აფხაზეთის დედაქალაქი კარგია მოსანახულებლად არა მხოლოდ კომფორტული დასვენებისთვის, არამედ ისტორიული მნიშვნელობის ადგილების დასათვალიერებლადაც. ფოტოების ამ კრებულში, ფოტოობიექტივში ის ადგილები მოვახვედრეთ, რომლებსაც სოხუმის დამთვალიერებლები სტუმრობენ. ეს ადგილები ქალაქის ისტორიის სიმბოლოებია, ზოგიერთი მე-20 საუკუნის არის, ზოგიერთი კი ანტიკური ეპოქის.

ამ სიაში პირველი ადგილი მოსკოვის სამხედრო ოლქის პარკს უკავია, რომელიც ზღვასთან ახლოს მდებარეობს და სადაც თვალწარმტაცი ნაგებობებია განთავსებული, ნაწილი საცხოვრებელი შენობებია. პარკი ძალიან დიდია, მის სხვადასხვა ნაწილში არის სანატორიუმი, პავილიონები, სადგომები და მიტოვებული შენობები. ახალგაზრდები ხშირად ფოტოსესიებს აწყობენ, რადგან წლის ნებისმიერ დროს ბუნების დამსახურებით ფერთა ნამდვილი ამბოხი სუფევს. ბევრი მცენარის აღწერას შემოხვდებით. პარკში საბჭოთა პერიოდის მოზაიკურ პანოებსაც ნახავთ, შენობების ფასადი სტალინის პერიოდს მოგაგონებთ.


აფხაზეთის სამსონ ჩანბას სახელობის ეროვნული დრამატული თეატრი ცენტრში მდებარეობს, სანაპიროსთან, სადაც რთულია გავლა. ორსართულიანი შენობა თეთრი ფერისაა, თეატრის გარდა განთავსებულია სასტუმრო "სან-რემო", რამდენიმე კაფე, სახელმწიფო რუსული დრამის ფაზილ ისკანდერის სახელობის თეატრი და სხვა. თეატრში სპექტაკლებს აფხაზურ ენაზე სინქრონული თარგმანით (რუსულ ენაზე) დგამენ. რეჟისორები აფხაზი და უცხოელი დრამატურგების პიესებს დგამენ, მათ შორის, ფაზილ ისკანდერის, უილიამ შექსპირის, პედრო კალდერონ დე ლა ბარკას.

ტურიზმი

შემდეგი ანტიკური ეპოქის ნანგრევებია, რომლებიც ადრე დიოსკურიის ციხე-სიმაგრეს ეკუთვნოდა. ბერძენმა ვაჭრებმა სანაპირო კოლონიად აქციეს, ნანგრევები კი ის არის, რაც ამ კოლონიისგან დარჩა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ადგილას ოდესღაც ქალაქი იყო, რომელიც ჩაიძირა. ქალაქის სტუმრებს სურთ შთაბეჭდილებები დიდხანს გაჰყვეთ. ნანგრევებიც წყალმა რომ არ შთანთქას, ადგილს არ იკვლევენ. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ეს ბერძნების ერთადერთი ნაკვალევი არ არის.

სოხუმის საზღვაო პორტიც სხვა ღირსშესანიშნაობებთან ახლოს მდებარეობს და ფეხით გადაადგილებისასაც დიდ დროს არ დაკარგავთ. მთელი წლის განმავლობაში ადამიანები სეირნობენ, პორტი განსაკუთრებით ლამაზი საღამოს ფარნების შუქზეა. გზის ბოლოს მეთევზეები სხდებიან ხოლმე, აქ არის კაფე და ჩამოსასხდომიც. პორტი მე-18 საუკუნეში ააგეს, რომელიც დღეს საზღვაო გადაზიდვისთვის გამოიყენება.




ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.



The capital of Abkhazia is good to visit not only for a comfortable vacation, but also for visiting places of historical importance. In this collection of photos, we have captured the places visited by visitors to Sukhumi. These places are symbols of the city's history, some from the 20th century and some from the ancient era.

The first place in this list is occupied by the park of the Moscow Military District, which is located near the sea and where picturesque buildings are located, some of them are residential buildings. The park is very large, in different parts of it there are sanatoriums, pavilions, parking lots and abandoned buildings. Young people often organize photo sessions, because at any time of the year thanks to nature, a real riot of colors reigns. You will find descriptions of many plants. In the park you will also see mosaic panels from the Soviet period, the facade of the buildings will remind you of the Stalin period.

The Samson Chanba National Drama Theater of Abkhazia is located in the center, near the coast, where it is difficult to pass. The two-story building is white in color, in addition to the theater, there is the San Remo Hotel, several cafes, the State Russian Drama Theater named after Fazil Iskander, and others. In the theater, plays are staged in the Abkhazian language with simultaneous translation (in Russian). Directors stage plays by Abkhazian and foreign playwrights, including Fazil Iskander, William Shakespeare, Pedro Calderon de la Barca.

Next are the ruins of the ancient era, which used to belong to the fortress of Dioscuria. Greek traders made the coast a colony, and the ruins are what remains of that colony. Scientists believe that there was once a city in this place that sank. Visitors to the city want to make lasting impressions. If the ruins are not absorbed by the water, they do not investigate the place. It can be said that this is not the only trace of Greeks in the country.

The sea port of Sukhumi is also located close to other attractions, and you won't waste much time walking. People stroll all year round, the port is especially beautiful in the evening lanterns. Fishermen often sit at the end of the road, there is a cafe and a landing. The port was built in the 18th century and is used for shipping today.



The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Friedrich-Ebert-Stifftung and Free Association.

Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary