იენოკავანის ექსტრემალური ემოციები
03 სექტემბერი, 2022
იენოკავანის ექსტრემალური ემოციები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ყოველ წელს, სოფელ იენოკავანში ათასობით ადამიანი (15-18 000) ექსტრემალურ გარემოში მთელ რიგ ემოციებსა და სიამოვნებას იღებს. იენოკავანი სომხეთის ტავუშის რეგიონში მდებარეობს.

სულ რაღაც რვა წლის წინ ამ ადგილის შესახებ თვით სომხებმაც ბევრი არაფერი იცოდნენ. არადა, ეს ულამაზესი კანიონი ტყეებითაა შემოსაზღვრული. აქ მდინარეები და გამოქვაბულები თვალწარმტაც სანახაობას ქმნიან. ეს მშვენიერი ლანდშაფტები ცნობილია მარშრუტებით, რომლებიც მთებს ერთმანეთთან აკავშირებს და ხეობებს შორის მანძილს უმნიშვნელოს ხდის.

იელის ექსტრემალური პარკი პირველი სათავგადასავლო პარკია სომხეთში. აქ ექსტრემალური სიტუაციებით სიამოვნების მიღებისთვის სულაც არაა საჭირო სპორტსმენი იყო. ზიპლაინით სარგებლობა 2015 წლიდან არის შესაძლებელი და მას შემდეგ, ეს სპორტსმენების თუ მოყვარულების საყვარელ გასართობ ადგილად იქცა. აქ მრავალი გასართობია: ზიპლაინი, პარაპლანი, საბაგირო პარკი, ჰორიზონტალური ცოცვა, ზორბინგი, პეინტბოლი, ცხენით ჯირითი.



იენოკავანი

ზიპლაინი ხუთი განსხვავებული ხაზისგან შედგება. მათი სიგრძეც განსხვავებულია. შეგიძლიათ დაეშვათ 268 მ, 135 მ, 750 მ, 200 მ და 375 მ სიგრძის ხაზებზე 80 კილომეტრი სიჩქარით და ამ ყველაფერს თან ახლავს ყველაზე თვალწარმტაცი ხედები და შესაძლებლობა უარყოფითი ემოციებისგან ყვირილითა და კივილით გათავისუფლდეთ. კანიონები და ხეობები, რომლებიც შენ ქვემოთ იშლება დაახლოებით 200-300 მეტრითაა დაშორებული.

სათავგადასავლო პარკმა ეს ადგილი სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მარშრუტად აქცია, გარდა ამისა, აქ შეიქმნა ახალი კურორტები, რაც რეგიონს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის.

ეს დასახლება კი, რომლის ძირითადი დანიშნულება სოფლის მეურნეობა იყო, ახლა თანამედროვე, დატვირთული და განვითარებადი ადგილია, სადაც სომხები და უცხოელები მოდიან, რათა ნახონ და შეიგრძნონ, თუ როგორია სხვა სომხეთი თავისი განსხვავებული ემოციებით. ეს არის შთამაგონებელი მაგალითი ერთი ინიციატივისა, რომელსაც შეუძლია მთელი რეგიონი განავითაროს და გამოაცოცხლოს.



Every year thousands of people (est. 15-18K) experience variety of emotions, trigger fears and get a great dose of extreme in the village of Yenokavan, Tavush region of Armenia.

Just 8 years ago even Armenians weren’t quite familiar with this place. Although, the canyon near the village is surrounded with forests, rivers and caves with ancient carvings. Тhis area with beautiful landscapes is famous for these lines, which connect the mountains and make the distance between the valleys insignificant.

Yell Extreme Park is the first adventure park in Armenia where one can try extreme sports not being a professional athlete. The first flight by the zip-line was executed in 2015. Now it`s a popular destination where visitors can try various activities such as zip-line, paragliding, rope park, via ferrata or horizontal climbing, zorbing, paintball, horseback riding…
Zip-line consists of five different lines with 268m, 135m, 750m, 200m and 375m length, which you pass at 80 km/h speed accompanied by the most picturesque views and opportunities to yell out! The canyons and gorges that lie below the zip lines are about 200-300 meters high.

The adventure park made this destination one of the most popular touristic spots in Armenia, moreover new resorts have been founded here making the region more competitive.

A community whose main activity and interest was in the agricultural sector is now a modern, busy and growing spot where Armenians and foreigners come to see and experience different Armenia, diferent emotions. It is an inspirational example a single initiative that can revive the whole region and make it alive.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary