გოგოების ბენდი შუახევიდან
06 სექტემბერი, 2022
გოგოების ბენდი შუახევიდან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ნინი დავითაძე, ქეთი დავითაძე, ლიზი დუმბაძე, დინა ფუტკარაძე და ლიკა დავითაძე 15-17 წლის ტინეიჯერები არიან დაბა შუახევიდან. ხუთივე შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეა. ხუთივეს ძალიან უყვარს მუსიკა და აპირებენ თავიანთი მომავალი მუსიკას დაუკავშირონ. მათ შუახევში და ზოგადად, აჭარაში გოგონათა პირველი მუსიკალური ბენდი შექმნეს.
„ბაღიდან ვმეგობრობთ. ბავშვობიდან ყველას გვქონდა შეხება მუსიკასთან, ერთად ვსწავლობდით სახელოვნებო სკოლაში, ერთად დავდიოდით სალოტბარო სკოლაში. ფორტეპიანოსა და გიტარაზე ვუკრავთ,“ - გვიყვება ნინი დავითაძე.

ქეთი დავითაძე, ბენდის ლიდერი და მომავალი ვოკალისტი ამბობს, რომ ისინი მეგობრობამ და მუსიკის სიყვარულმა გააერთიანათ.

„დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა ჩვენი ბენდი შეგვექმნა, თუმცა, არ გვქონდა დასაკრავი ინსტრუმენტები. ახლახან სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამაში გავიმარჯვეთ. შუახევის მერია შეგვიძენს ჩვენი ბენდისათვის საჭირო მუსიკალურ ინსტრუმენტებს. დაგვპირდნენ, რომ გვექნება გიტარა, დრამი, საქსაფონი და ელექტროგიტარა. ჯერ არ გვყავს მუსიკალური ხელმძღვანელი,“ - ამბობს ქეთი დავითაძე.

მუსიკალური ბენდის კიდევ ერთი წევრი დინა ფუტკარაძე არჩევნებზე გვიყვება და ამბობს, რომ ეს მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

„სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის შესახებ როცა გავიგეთ, ვიფიქრეთ - რამდენი ხანია გვინდა ბენდის შექმნა, ამიტომ მოდით, ვცადოთ. დავწერეთ პროექტი. არჩევნებამდე ბენდის ხუთივე წევრმა სულ ფეხით შემოვიარეთ მთელი დაბა. საბოლოოდ, ისე მოხდა რომ არჩევნებში ზუსტად ერთი ხმით გავიმარჯვეთ. 117 ხმა მიიღო ჩვენმა პროექტმა,“ - გვიყვება დინა.

რით ერთობიან ახალგაზრდები შუახევში და რა ოცნებები აქვთ, ვკითხეთ ბენდის წევრებს. გოგონები ამბობენ, რომ მათი ძირითადი გასართობი სპორტი, მუსიკა, წიგნები და ერთმანეთის სახლში შეკრებაა. ყველაზე დიდი დრო მაინც სწავლას ეთმობა. თუმცა, გარდა სასკოლო განათლებისა ცდილობენ, რომ არაფორმალურ განათლებაში ჩაერთონ და სხვადასხვა ტრენინგს დაესწრონ.

„ტინეიჯერები ვართ, პირველ რიგში სწავლას, მუსიკას ვუთმობთ დიდ დროს. ასევე სპორტი გვიყვარს, კალათბურთს ვთამაშობთ ყველა, გუნდიც გვაქვს. ძალიან გადატვირთულია ჩვენი გრაფიკი,“ - ამბობს ნინი დავითაძე. My web page

„მაღალმთიან აჭარაში არასდროს მოიწყენ. საღამოობით ვიკრიბებით, გიტარაზე ვუკრავთ და ვსაუბრობთ ხოლმე,“ - ამატებს ნინის ნათქვამს ლიზი დუმბაძე.

გოგონები ამბობენ, რომ მათ შედარებით გაუმართლათ, რადგან დაბაში ცხოვრობენ. ნაკლებად უმართლებთ ხოლმე მათ თანატოლებს, რომლებიც სხვადასხვა სოფლიდან ჩამოდიან ტრენინგებზე დასასწრებად, დაბა შუახევში. ძირითადი პრობლემა გადაადგილებაა. ნაშუადღევის შემდეგ რიგ სოფლებში საჯარო ტრანსპორტი აღარ მოძრაობს. თუ ტრენინგი გვიანობამდე გრძელდება, რაც არ უნდა საინტერესო იყოს, მოზარდები მასზე ბოლომდე დასწრებას ვერ ახერხებენ.

„როდესაც სპორტული შეჯიბრება ტარდება, სოფელში მცხოვრები ბავშვები ყოველთვის მონაწილეობენ და ხშირად გვიგებენ კიდეც,“ - გვიყვება დინა ფუტკარაძე.

გოგონები ფიქრობენ, რომ სწავლას აუცილებლად გააგრძელებენ უმაღლეს სასწავლებელში და პარალელურად ეცდებიან, მათმა მუსიკალურმა ბენდმა წარმატებას მიაღწიოს.

„აჭარაში თუ დავრჩებით, კი, გვაქვს შანსი, რომ წარმატებას მივაღწიოთ. თან პირველი ბენდი ვართ აჭარაში. თბილისში თუ წავალთ, ალბათ, იქაც ვიქნებით წარმატებულები, მაგრამ იქ უფრო მეტი კონკურენციაა,“ - გვეუბნება ლიკა დავითაძე.

რა არის წარმატება? ვკითხეთ გოგონებს.

„ალბათ, წარმატება ისაა, შენი დასახული ოცნება, მიზანი რომ აგისრულდება, მაგრამ არასდროს უნდა დაკმაყოფილდე, რომ წარმატებას მიაღწიე და მორჩა. პირიქით, არასდროს უნდა დანებდე, ახალი მიზნები უნდა დაისახო,“ - ამბობს ლიზი დუმბაძე.

„ვფიქრობ, წარმატებაა ის, როცა შენს შრომას ხალხი აფასებს. არა მარტო მეგობრები და ახლობლები, არამედ სხვა, უცხო ადამიანები,“ - ამბობს დინა ფუტკარაძე.

გოგონათა პირველი მუსიკალური ბენდი აჭარაში პირველი კონცერტის გამართვას დეკემბერში გეგმავს. სწორედ ამ დღეს აპირებენ გაამჟღავნონ, თუ რა სახელი ერქმევა მათ მუსიკალურ ბენდს.


Nini Davitadze, Keti Davitadze, Lizi Dumbadze, Dina Putkaradze and Lika Davitadze - They are 15-17 year old teenagers from Shuakhevi small town. All of them Shuakhevi public schools. The girls are very fond of music and plan to connect their future to it. The girls have founded the first female band in Shuakhevi, and not only, in whole Adjara.

“We have been friends since kindergarten. Ever since, we were connected to music, we used to go to arts school together, then we used to study conducting a choir together. We play the piano, the guitar”, - says Nini Davitadze.
Keti Davitadze, band leader and future vocalist says that friendship and love to music brought them together.

“For a long time we wanted to found our band, though we had no instruments. A while ago, we won in the civil budget program. Shuakhevi city hall will purchase musical instruments for us. They promised that we will have guitar, drums, saxophone and electric guitar. Yet we have no musical manager”, - says Keti Davitadze.

One another member of the band, Dina Putkaradze remembers how they won the program. She believes it was one of the most important victories in their lives.

“When we heard about the program, we thought – lets try it. We made a project. Before the elections, all of us, started a campaign and walked around the town. Finally it happened so that we won by one vote. Our project received 117 votes” , - Dina recollects.

We asked the girls about their activities and dreams. They say, that they entertain themselves with sports, music, books, gathering. But studying takes the most of their time. The band members also try to get engaged in different projects and attend trainings.

“We are teenagers and of course, the study is the first. We devote a lot of time to music. We love sports also, we play basketball, we have even a team. Our schedule is really very busy”, - says Nini Davitadze.

“You will never get bored in the mountainous Adjara. In the evening we usually meet up, play the guitar and have interesting conversations”, - adds Lizi Dumbadze.

The girls say that they are relatively lucky as they live in a town. Their peers who live in the villages have to travel to arrive in Shuakhevi to attend trainings. The main problem is transport. Usually in the evening there is no public transport in many off the villages and if the trainings lasts long, the attendees have to leave it until the end.

“When there are sports competitions, children from the villages always take a part and usually they win”, - says Dina Putkaradze.

The dreams and hopes of the girls are big. All of them want to proceed their studies in universities and at the same time, they wish that they band gained a great success.

“If we stay here, in Adjara we have a chance to succeed as we are the first female band. If we go in Tbilisi, we may also succeed there, but there is a bigger competition in the capital”, - says Lika Davitadze.

“And what is the success”- we ask.

“"Success is probably the realization of your dreams, goals. But you should never get satisfied that you have succeeded and that's it. On the contrary, you should never give up, should set new aims and goals, You should never give up, you should set new goals", - says Lizi Dumbadze.

“I think the success is when you see that people value what you do and it refers to not only your friends of relatives, I mean others, strangers”, - says Dina Putkaradze.

The first musical band of girls plan to hold their first concert in Adjara in December. It is on this day that they are going to reveal what the name their musical band will have.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary