აფხაზეთის ნატურალური პროდუქტები
24 სექტემბერი, 2022
აფხაზეთის ნატურალური პროდუქტები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ამ ფოტოისტორიით მოგიყვებით, აფხაზეთში რომელ ნატურალურ პროდუქტებს შეიძენთ და რა თანხა დაგჭირდებათ ამისთვის.

როგორც ცნობილია, აფხაზეთი ხარისხიანი ღვინოთი მდიდარი ქვეყანაა, ყველა კუთხეში ვაზი ხარობს და ძალიან ბევრი მაცხოვრებელი ღვინოს თავად ამზადებს და არა მარტო.ზაფხულში სახლის ღვინოსა და ჭაჭას ბევრი მოიხმარს, ნახევარი ლიტრის საშუალო ფასი 300-500 რუბლია (დაახლოებით 5-8 დოლარი).

აფხაზეთში მეფუტკრეობას ბევრი მისდევს, თითოეული სოფლის შესასვლელში სკებს ადვილად შეამჩნევთ. წაბლის, ცაცხვის, მთისა და სხვა სახეობის თაფლის შეძენა შეგიძლიათ, ლიტრის დაახლოებით 250 რუბლად. დამსვენებლები სწორედ თაფლს ყიდულობენ, ასევე, ყველსა და სანელებლებს. რუსეთში პროდუქტების გატანაზე შეზღუდვაა, 1 კგ ყველისა და ალკოჰოლის 2-ნახევარლიტრიან ბოთლზე მეტის გატანა არ შეიძლება, იგივე ეხება თაფლსაც.

სულგუნის ყიდვა იაფი სიამოვნება არ არის, მათ შორის, შებოლილისაც. ნებისმიერი სახეობის ერთი თავი ყველი 700-1000 რუბლი ღირს (დაახლოებით 12-15 დოლარი). რაც შეეხება სანელებლებს, შესაძლებელია როგორც უკვე გამომშრალი მცენარეებით დამზადებულის შეძენა, ასევე, დაფქულის, მწვანე და წითელი აჯიკის. აჯიკის შემადგენლობაში შედის: დაფქული ცხარე წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, მარილი, ნიორი, ზოგჯერ ხახვიც. ეს ყველაფერი ხორცს, თევზსა და ბევრ სხვა პროდუქტს ძალიან უხდება. ყველგან ყიდიან სოუსებს კერძისთვის სახელწოდებით "ასიძბალ", რომელსაც მწვანე ან წითელი ტყემლისგან ამზადებენ და აჯიკასაც ამატებენ. ძირითადად, ფასი ლიტრზე 250-დან 500 რუბლამდე მერყეობს (დაახლოებით 4-8 დოლარი).

ნატურალური პროდუქტები


With this story, I would like to tell you what natural products you can buy in Abkhazia and how much you will need for them.

As is well known, Abkhazia is rich in quality wine, viticulture is popular in each part and many here make their own wine, and not only. In summer, home-made wine and Chacha are consumed a lot, the average price of half a liter is 300-500 (About 5-8 USD) rubles.

Many people follow beekeeping in Abkhazia, you can easily notice beehives at the entrance of each village. You can buy chestnut, lime, mountain and other types of honey for about 250 rubles per liter. Vacationers buy honey, cheese and spices. There are restrictions on the export of products in Russia, one can take no more than 1 kg of cheese and a 2.5-liter bottle of alcohol through the border, the same applies to honey.

Buying Sulguni is not a cheap pleasure, including the smoked ones. One loaf of cheese of any kind costs 700-1000 rubles (about 12-15 USD). As for spices, it is possible to buy dried herbs, as well as ground, green and red Adjika. Ajika includes: ground hot pepper, coriander, parsley, salt, garlic, sometimes onion. All this goes very well with meat, fish and many other products. Everywhere in Abkhazia one can buy sauces for called "Asidzbal", which is made from green or red plum mixed with Adjika. Basically, the price ranges from 250 to 500 rubles (USD 4-8) per liter.


The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Friedrich-Ebert-Stifftung and Free Association.

Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary