ახალგორის რაიონი ბუნებრივი გაზით დღემდე არ მარაგდება. ადგილობრივები გათბობის საშუალებად დენის გამათბობლებსა (ძირითადად ორგანიზაციები) და შეშას იყენებენ.
წელს შეშის ფასმა მოიმატა და 8 კუბური მეტრი დაახლოებით 900 ლარი ღირს. ეს საკმარისია სეზონზე ერთი ღუმელის დასანთებად. ამას ემატება დაჩეხვისა და დალაგების საფასური, დაახლოებით 220 ლარი. ვისაც საშუალება არ აქვს, პატარა მოცულებით ყიდულობს, რომლის ფასიც დაახლოებით 200 ლარია.
ადგილობრივი ხელისუფლება ცივი ზამთრის გასატანად მარტოხელა პენსიონერებისთვის ყოველ სეზონზე შეშის გაკრვეულ რაოდენობას გამოყოფს, რომელსაც უფასოდ აძლევს.
ცეცხლის დასანთებად გარდა დიზელისა, გირჩებსაც იყენებენ და ზაფხულის განმავლობაშიც მოგროვებას დიდ დროს უთმობენ.
Akhalgori region is still not supplied with natural gas. For heating, the locals use electric heaters (mainly organizations) and firewood.
The price of firewood has increased this year and 8 cubic meters costs about 900 GEL. This is enough to light one stove per season. To this amount is added the fee for chopping and sorting, which costs about 220 GEL. Those who cannot afford, buy firewood in small quantities, the price of which is about 200 GEL.
The local government allocates a certain amount of firewood each season for single pensioners to get through the cold winter. They receive the firewood free of charge.
In addition to diesel, pine cones are also used to light the fire, and people here spend a lot of time collecting them even during the summer.
The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Friedrich-Ebert-Stifftung and Free Association.
Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.