გალის რაიონი დღესდღეობით აფხაზეთის ის მხარეა, სადაც ყველაზე მეტი ქართველია დასახლებული. გალში სოფლად ცხოვრების ყოველდღიურ რუტინას ადამიანები მეტ-ნაკლებად მიეჩვივნენ და ცდილობენ, ფეხი აუწყონ, რომ გადარჩნენ.
მოსახლეობის დიდი ნაწილი მიწათმოქმედებით, მეციტრუსეობითა და მებოსტნეობით არის დაკავებული.
გალის რაიონში მოჰყავთ: თხილი, სიმინდი, მანდარინი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის ნაწილმა მოცვისა და მარწყვის პლანტაციები გააშენა. სიმინდის მოსავალს მოსახლეობა ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში იღებს. სიმინდის ხმელ ღეროებს კონებად კრავენ და ზამთრისთვის ძროხებისა და კამეჩების გამოსაკვებად იყენებენ.
თითქმის ყველა სოფელს აქვს: წისქვილი, სადაც სიმინდს ფქვავენ; საავადმყოფო, სადაც მოსახლეობას პირველად დახმარებას უწევენ, ყველა საავადმყოფოს საკუთარი სასწრაფო დახმარების მანქანა ჰყავს; სტადიონი, სადაც ბავშვები იკრიბებიან და თამაშობენ; ასევე, შეხვდებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, სადაც 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები ირიცხებიან.
Today, Gali region is the part of Abkhazia with the largest number of Georgians living in it. In Gali, people have more or less got used to the daily routine of rural life and are trying to survive.
A large part of the population is engaged in agriculture, citrus and horticulture.
In the region, they cutivate: nuts, corn, and tangerines. A part of the population planted blueberry and strawberry plantations. The population harvests corn at the end of October and beginning of November. They tie the dry corn into bunch and use them to feed cows and buffaloes during the winter.
Almost every village has: a mill where they grind corn into flour;
The hospital, where the population is provided with emergency aid, every hospital has its own ambulance;
A stadium where children gather and play;
Also, in Gali there are kintegradens, where children from 2 to 6 years old are enrolled.