დაბა ახალგორში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელშიც ახალგორის რაიონში მცხოვრები მოსწავლეები მონაწილეობდნენ, როგორც ქართველები, ისე ოსი ბავშვები. კონცერტი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.
მოსწავლეებმა აუდიტორიას მასწავლებელთა ცხოვრებიდან და გაკვეთილებიდან რამდენიმე წარმოდგენა შესთავაზეს. კონცერტზე მუსიკალური და საცეკვაო ნომრებიც შეასრულეს. ღონისძიების ბოლოს ადგილობრივი თანამდებობის პირები სიტყვით გამოვიდნენ და მასწავლებლებს სიგელები გადასცეს.
ახალგორში კონცერტები იშვიათად ტარდება, ისიც ბაღებსა და სკოლებში. კულტურის სახლი თითქმის გამოუყენებელია.
აღნიშნული ღონისძიებით ბავშვებიც და მშობლებიც ძალიან გახარებულები იყვნენ, წარმოდგენის წინ ღელავდნენ. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ პერიოდულად მსგავსი კონცერტები ყოველდღიურობას გაახალისებდა.
A concert dedicated to Teacher's Day was held in Akhalgori township, in which pupils living in Akhalgori region participated, both Georgians and Ossetians. The working language was Russian.
For the audience the pupils staged some performances from the teachers' lives and lessons. Musical and dance shows were also performed. At the end of the event, local officials delivered speeches and handed certificates to the teachers.
Concerts are very rare in Akhalgori, and those which are -mainly in kindergartens and schools. The House of Culture is almost unused.
Both children and parents were very anxious before the concert but at the end they were very happy. Everyone unanimously noted that such events would brighten up their everyday lives.
The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Friedrich-Ebert-Stifftung and Free Association.
Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.