გალის რაიონში სულ 4 სამედიცინო ამბულატორიაა: ნაბაკევის, ოტობაიას, საბერიოს, ბარღებისა და სამედიცინო პუნქტი რეფში.
ნაბაკევის ამბულატორია წელს იუბილარია. 2001 წელს ახალი შენობა აშენდა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. მთავარი ექიმი ნონა თარბა დღემდე ამბულატორიაში ცხოვრობს. აქაურობა მას კონფლიქტის პერიოდშიც არ დაუტოვებია. ნონა თარბა მთელს რაიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, არაერთი საგმირო საქმე ჩაუდენია, მძიმე პაციენტების გადასარჩენად თითქმის შიშველი ხელებით იბრძოდა.
ამბულატორიაში 26-მდე კვალიფიციური და მეგობრული მედპერსონალი მუშაობს. არის ქირურგიის, პედიატრიის, სტომატოლოგიის, ლაბორატორიის, თერაპიისა და გინეკოლოგიის კაბინეტი, აფთიაქი. ასევე, ჰყავთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ტრანსპორტი. თვეში დაახლოებით 100-დან 130-მდე პაციენტს ღებულობენ. ამბულატორიის ეზო ბოტანიკური ბაღივითაა, ფერადი ყვავილებითა და დეკორატიული ხეებით, მოვლილი გაზონით. ყველგან თვალშისაცემი სისუფთავე და წესრიგია.
გალის რაიონში, ნაბაკევის ამბულატორია ყველასთვის ცნობილია როგორც საუკეთესო სამედიცინო დაწესებულება და კარგი რეპუტაცია აქვს.
There are 4 medical ambulatories in Gali in whole: those in Nabakevi, Otobaya, Saberio, Barghebi and a medical center in Rephi.
Nabakevi ambulatory is celebrating its anniversary this year. In 2001, a new building was built, which is still functioning. Chief doctor Nona Tharba still lives in the clinic. She did not leave this place even during the conflict. Nona Tharba enjoys great authority in the entire district. She did many heroic deeds, she fought almost with his bare hands to save serious patients.
Up to 26 qualified and friendly medical personnel work in the clinic. There are surgery, pediatrics, dentistry, laboratory, therapy and gynecology departments, also a pharmacy. They also have emergency doctors and special transport. These clinic receives about 100 to 130 patients per month. The yard of the ambulatory is like a botanical garden, with colorful flowers and decorative trees, with beautiful lawns. Everywhere there is eye-catching cleanliness and order.
In Gali district, Nabakevi ambulatory is well known to everyone as the best medical institution and enjoys a good reputation.