„ჩვენ ვიცავთ ტყეებს"
27 აპრილი, 2024
„ჩვენ ვიცავთ ტყეებს" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

„ჩვენ ვიცავთ ტყეებს“- ერევნის მეტროსადგურ “რესპუბლიკის მოედანზე” 21 მარტს ღია ცის ქვეშ გამართული პოსტერების გამოფენა ტყეების საერთაშორისო დღეს დაემთხვა.

 

გამორჩეული სომეხი და საერთაშორისო 16 მხატვრის შემოქმედებას ორი თვის განმავლობაში გამოფენენ. მისი მიზანია აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პლანეტის ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება და ტყის კონსერვაცია. ამ გამოფენის კიდევ ერთი მიზანია, ხელი შეუწყოს სომხეთში ტყის აღდგენას. სომხეთის ტყის საფარი დაახლოებით 300 000 ჰექტარს მოიცავს, რაც მთლიანი მიწის ფართობის 10%-ია. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება გლობალურ საშუალო სტატისტიკურ მონაცემს, რომელიც 31%-ს შეადგენს. ამ მდგომარეობით სომხეთი არის იმ ქვეყნებს შორის, სადაც ტყის სიხშირე განსაკუთრებით დაბალია.

გამოფენის კურატორებს უნდათ საზოგადოებას აუხსნან, რომ რესურსების აგრესიული მოპოვება და ეკონომიკური ექსპლუატაცია საგანგაშოდ აჩქარებს ტყეების განადგურებას. ხოლო ისეთი პრაქტიკა, როგორებიცაა ხეების უკანონო გაჩეხა, სამთო მოპოვება და ურბანიზაციის გაფართოება, არა მხოლოდ ემუქრება მყიფე ეკოსისტემებს, არამედ ანადგურებს ბიომრავალფეროვნებას, ამცირებს მნიშვნელოვან ნახშირბადის მარაგს და საფრთხეს უქმნის კლიმატის სტაბილურობას.


We Stand with Forests


ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ერევანში პოსტერების აქცია „ჩვენ ვიცავთ“ იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია AHA კოლექტივი. ასეთი ღონისძიებები მიზნად ისახავს დიალოგის ხელშეწყობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით საკითხებზე. ამჯერად, გამოფენის კურატორებს სურთ, ხაზი გაუსვან, თუ როგორი კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ტყეების შენარჩუნებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. ამასთან, მათი მიზანია აამაღლონ გარემოსდაცვითი ცნობიერება და მხარი დაუჭირონ მდგრადობას. ეს გამოფენაც სწორედ ამას ემსახურება, ეს არის ერთგვარი სასიცოცხლო პლატფორმა, რომლის მიზანია, საზოგადოებამ დაიცვას და აღადგინოს ჩვენი პლანეტის ტყეები.


The "We Stand with Forests" open-air poster exhibition was inaugurated on March 21st, coinciding with the International Day of Forests, at the Republic Square Metro station in Yerevan.

This display features the creative works of 16 distinguished artists from Armenia and various international locales. Spanning two months, the exhibition is designed to enhance public understanding of forests' essential contributions to maintaining the planet's ecological equilibrium and to underscore the urgency of forest conservation. It also seeks to bolster reforestation efforts within Armenia. Covering 300 000 hectares, approximately 10% of Armenia's total land area, the country’s forested regions fall significantly short of the global average forest coverage of 31%. This positions Armenia among those nations with notably low forest density.

The exhibition's curators highlight a critical issue: aggressive extraction of resources and economic exploitation are accelerating deforestation at an alarming rate. Practices such as illegal logging, mining, uncontrolled grazing, and expanding urbanization not only threaten delicate ecosystems but also erode biodiversity, diminish crucial carbon reservoirs, and pose challenges to climate stability.

Now in its third iteration, the "We Stand" poster exhibition series, organized by the AHA Collective, aims to spark meaningful dialogue and elevate public concern regarding environmental issues. By emphasizing the critical importance of forests and their indispensable role in sustaining planetary health, the curators strive to promote environmental awareness and advocate for sustainable practices. This exhibition serves as a vital platform for addressing these urgent environmental challenges and fostering a collective response to protect and restore our planet’s forests.

The geographic terms and opinions within the article are by the author. They may not coincide with the opinions and views of Friedrich-Ebert-Stifftung and Free Association.

Those comments including hate speech, insulting or unethical words will be deleted.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary