100 წლის წინ, 9 იანვარს, თბილისში სომხურ ოჯახში სერგეი ფარაჯანოვი დაიბადა: კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი.
ფარაჯანოვს მსოფლიო ცნობადობა მოუტანა ფილმებმა „ბროწეულის ფერი“ და „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“.
კინორეჟისორი ითვლება „ახალი საბჭოთა ტალღისა“ და „პოეტური კინემატოგრაფიის“ ერთ-ერთ ფუძემდებლად. სერგეი ფარაჯანოვი აქტიურად აკრიტიკებდა საბჭოთა კულტურის პოლიტიკას. შედეგად, მას პოლიტიკური მოტივით 1974 წელს ბრალი დასდეს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებში, გაასამართლეს და 4 წლის ციხეში გატარება მოუწია.
ფარაჯანოვი მსოფლიო დონის ხელოვანი იყო. რეჟისორის თბილისის სახლს სტუმრობდნენ მარჩელო მასტროიანი, ტონინო გუერა, ანდრეი ტარკოვსკი, ვლადიმერ ვისოცკი და მარინა ვლადი. ის მეგობრობდა ლილია ბრიკსა და ფედერიკო ფელინთან.
დიადი სომეხი კინორეჟისორისა და მხატვრის ხსოვნის პატივსაცემად 9 იანვრიდან სომხეთში დაიწყო ღონისძიებების სერია, რომლებიც ფარაჯანოვის ასი წლისთავს ეძღვნება. ფარაჯანოვი მოხვდა იუნესკოს გამოჩენილი პიროვნებების საიუბილეო სიაში. 3 აპრილს იუნესკოს შტაბ-ბინაში დაიწყო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც გაიხსნა ფილმის „ბროწეულის ფერი“ ჩვენებით.
3-იდან 10 აპრილის ჩათვლით გაიმართა სერგეი ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი გამოფენა და ინსტალაცია „კინოს ტაძარი“, რომელიც ფილმის „ბროწეულის ფერი“ მოტივებზე შექმნეს.
სერგეი ფარაჯანოვის მუზეუმში, რომელიც ერევანში ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ ადგილად მიიჩნევა, სტუმრებს ყოველთვის ელიან, მაგრამ წელს ყველაფერი სხვაგვარადაა. მთელი წელი გაწერილია, იყო და კიდევ შედგება იუბილეს აღნიშვნა.
One hundred years ago, on January 9, Sergei Parajanov was born into an Armenian family in Tbilisi.
Parajanov became a renowned film director, screenwriter, and artist. His films "The Color of Pomegranates" and "Shadows of Forgotten Ancestors" brought him international fame.
He is regarded as one of the founders of the "new Soviet wave" and "poetic cinematography". Parajanov was an outspoken critic of Soviet cultural policies. As a result, in 1974, he was politically charged and accused of same-sex relations, leading to a four-year imprisonment.
Despite these challenges, Parajanov remained a world-class artist and a significant cultural figure. His Tbilisi home was frequented by notable personalities such as Marcello Mastroianni, Tonino Guerra, Andrei Tarkovsky, Vladimir Vysotsky, and Marina Vlady. He was also friends with Lilya Brik and Federico Fellini.
In memory of this great Armenian director and artist, a series of events began in Armenia on January 9 to celebrate the 100th anniversary of Parajanov's birth. Parajanov was included in UNESCO's jubilee list of outstanding personalities.
The anniversary celebrations started on April 3 at the UNESCO headquarters and lasted until April 10. The event opened with a screening of "The Color of Pomegranates." An exhibition dedicated to Parajanov was held, and an installation titled "Cinema Temple", inspired by motifs from "The Color of Pomegranates", was showcased.
The Sergei Parajanov Museum, one of the most captivating places in Yerevan, always welcomes visitors. This year, however, is special, with ongoing celebrations throughout the year.