შანსონიეს მარადიული შემოქმედება
25 ივნისი, 2024
შანსონიეს მარადიული შემოქმედება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„ჩემმა რთულმა ცხოვრებამ და დაკარგულმა სიყვარულმა მაქცია იმ ადამიანად, ვინც ახლა ვარ. გავბედავ და ვიტყვი, თუნდაც, ეს თავის ქებად ჩამითვალონ, მე მომწონს ჩემი თავი“, - ამ სიტყვების ავტორი დიდებული შანსონიე შარლ აზნავურია, რომელიც ცოცხალი რომ ყოფილიყო, 100 წლის იუბილეს იზეიმებდა.

For English scroll down  ↓
აზნავურის შემოქმედება ეს არის პოეზიის, მუსიკისა და სამსახიობო ოსტატობის უნიკალური შერწყმა. დღემდე მომღერლის 200 მილიონამდე ალბომია გაყიდული. მას სომხეთის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს, დაჯილდოებულია გრიგორი ლუსაროვიჩისა და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენებით. 2009 წელს ის მეოცე საუკუნის საუკეთესო მომღერლად დაასახელეს. აზნავურის სახელობის არის მოედანი ერევანში და დრამატული თეატრი ვაღარშაპატში, 2000 წელს კი გიუმრის მოედანზე მისი ძეგლი დადგეს. წელსაც მომღერლის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ერევანში, საფრანგეთის მოედანზე, დაიდგმება აზნავურის ძეგლი. საკონკურსო კომისიამ დავით მინასიანის მიერ წარდგენილი მოდელი შეარჩია. კომპოზიციას ეწოდება La Boheme და მოიცავს მომღერლის ქანდაკებასა და კვარცხლბეკს აპლოდისმენტებით.

სომხეთის ეროვნულ ბანკს მიმოქცევაში შემოაქვს ოქროს სამახსოვრო მონეტა „აზნავურის დაბადებიდან 100 წლისთავი“. შანსონიეს დაბადების დღის აღსანიშნად სომხეთში ყოველდღიურად ტარდება ღონისძიებები, რომლებიც აზნავურის შემოქმედებას ეძღვნება. 22 მაისს ერევანში, კასკადთან, გაიმართა საზეიმო კონცერტი, სადაც მომღერლის სიმღერები შეასრულეს. სომხეთში არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის ფრანგული, მაგრამ ყველა შემსრულებლებთან ერთად მღეროდა სიმღერებს. კამერული თეატრი აზნავურის შესახებ წარადგენს სპექტაკლს სახელწოდებით „მოგზაურობა დროსა და მუსიკაში“, რომელიც შანსონიეს აღმასვლასა და მარცხზე მოუყვება მაყურებელს.

სცენაზე ისევ დაიდგმება ბალეტი La Boheme, რომელიც მომღერლის 12 სიმღერას მოიცავს. La Boheme არ წარმოადგენს მომღერლის ბიოგრაფიას და ყოველთვის არ ასახავს მისი სიმღერების შინაარსს, უფრო მეტად არის ლირიკული მეტაფორა მისი პიროვნების, ცხოვრების, გრძნობებისა და ემოციების. პრაქტიკულად ყოველდღე ერევანსა და სომხეთის სხვა ქალაქებში იმართება კონცერტები და ისმის შანსონიეს სიმღერები. ღონისძიებებში მონაწილეობენ მომღერლები სხვადასხვა ქვეყნიდან და მათ სხვადასხვა ასაკისა და ეთნიკური წარმომავლობის მაყურებელი უსმენს.


შანსონიეს მარადიული შემოქმედება



„My hard life and lost love shaped me as the person I am now. I dare to say, even if it is considered a compliment, I like myself," - these are the words of great chansonnier Charles Aznavour. Aznavour, who would have celebrated his 100th birthday this year, was a unique artist, blending poetry, music, and acting skills in his work. To date, the singer has sold up to 200 million albums. He was honored as a national hero of Armenia and received the Orders of Grigor Lusavorich and the Legion of Honor of France. In 2009, he was named the best singer of the twentieth century. There is a square named after him in Yerevan, a drama theater in Vagharshapat, and in 2000, a monument was erected in his honor in Gyumri Square. This year, as part of the events celebrating his 100th anniversary, a new monument to Aznavour will be erected in French Square in Yerevan. The competition commission selected the model submitted by Davit Minasian. The composition is called "La Boheme" and includes a statue of the singer and a pedestal with applause.


The National Bank of Armenia is issuing a gold commemorative coin for the "100th anniversary of the birth of Aznavour." To celebrate the chansonnier's birthday, events dedicated to Aznavour's work are being held daily in Armenia. On May 22, a grand concert took place near the Cascade in Yerevan, where the singer's songs were performed. Although not many people in Armenia know French, everyone sang along with the performers. The Chamber Theater will present a play called "Journey Through Time and Music," which will narrate the rise and fall of the chansonnier.


The ballet "La Boheme," which features 12 of the singer's songs, will be staged again. "La Boheme" is not a biography of the singer and does not always reflect the content of his songs. Instead, it serves as a lyrical metaphor for his personality, life, feelings, and emotions. Practically every day in Yerevan and other cities of Armenia, concerts are held and chanson songs are heard. Singers from different countries participate in these events, attracting audiences of all ages and ethnicities.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary