რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბამბუკი, რომელიც ძირითადად, ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და ჩინეთში ხარობს, მოდის სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანშიც, რომელიც ზომიერი კლიმატის ზონაშია.
რთულია არ გიკვირდეს, რომ ბამბუკის ხეები, რომლებიც 20 მეტრის სიმაღლეს აღწევენ, შეგხვდებათ ლენქორანში, სოფელ ტალიშლიშის ფერმაში, რომელიც სულ რაღაც 32 წელია არსებობს და ბაქოდან 250 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ფერმის მფლობელი 65 წლის ეინულა ჯალალოვია. ის ამბობს, რომ მცენარე ბათუმიდან ჩამოიტანეს დასახლება ჰაფთონში, 1959 წელს. მისივე თქმით, ბამბუკი უნდოდათ თევზჭერაში გამოეყენებინათ და ანკესები დაემზადებინათ. ის ღიმილით იხსენებს, როგორ მოიპარა ბავშვობაში ბამბუკი თევზის წვნიანის მოსამზადებლად.
For English scroll down ↓
მას შემდეგ, რაც ეინულა ჯალალოვმა გაიაზრა ამ მცენარის მნიშვნელობა, კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ, 90-იან წლების დასაწყისში, ეზოში რამდენიმე ძირი ბამბუკი დარგო და მოახერხა რაოდენობა 1000-მდე გაეზარდა. ის ამბობს, რომ ვინაიდან ბამბუკს უყვარს თბილისი და ნესტიანი კლიმატი, მდინარე ლაკასა და სარწყავი არხის წყალობით ამ რაიონში მის გასახარებლად ხელსაყრელი პირობებია შექმნილი.
ეს არის მცენარე, რომელსაც ჩინელები სიცოცხლის ხეს უწოდებენ, 45 წელში ერთხელ იძლევა თესლს, რაც ეინულა ჯალალოვს ჯერ კიდევ არ უნახავს. ერთადერთი აზერბაიჯანელი ოსტატი, რომელიც ბამბუკისგან ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს, ამბობს, რომ ბევრი რამე ისწავლა დურგალი მამისგან. ეინულა ბამბუკისგან ამზადებს თასებს, ტანსაცმლის საკიდებს, მობილური ტელეფონების დასადგამებსა და ისეთ ავეჯს, როგორებიცაა: მაგიდები, სკამები, სავარძლები.
ეინულა 34 წელია ბამბუკის მასალაზე მუშაობს. ის ამბობს, რომ მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადება ხელსაყრელი არაა, შესაბამისი საყრდენის არარსებობის გამო. ხელით დამზადების დროს ბევრი დრო და მასალა იხარჯება, ამიტომ ზოგჯერ ბამბუკსაც ყიდის. მით უმეტეს, მის ფერმასა და სახელოსნოს სეზონის განმავლობაში ასობით ტურისტი სტუმრობს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
Unsurprisingly, bamboo, which flourishes in Latin America, Africa, and China, also finds a home in the South Caucasus, particularly in Azerbaijan’s temperate climate zone.
It is astonishing to discover bamboo trees reaching 20 meters in height in Lenkhoran, on a farm in the village of Talishlish. This farm, only 32 years old, is located 250 kilometers from Baku. The farm's owner, 65-year-old Einula Jalalov, recounts how the plant was brought from Batumi to the Haftoni settlement in 1959. They initially intended to use bamboo for fishing and making hooks. With a smile, he remembers how, as a child, he would sneak bamboo to craft fishing rods.
After recognizing the significance of this plant, Einula planted a few bamboo stalks in his yard following the collapse of the collective farm in the early 90s. He successfully increased the number to 1,000. Bamboo, thriving in Tbilisi’s humid climate, finds equally favorable conditions in this area, thanks to the Laka River and the irrigation canal.
The Chinese revere this plant as the tree of life, producing seeds once every 45 years—a phenomenon Einula Jalalov has yet to see. As Azerbaijan’s sole craftsman creating bamboo handicrafts, Einula learned much from his carpenter father. He crafts bowls, clothes hangers, mobile phone stands, and furniture such as tables, chairs, and armchairs from bamboo.
Einula has been working with bamboo for 34 years. He explains that making musical instruments from bamboo is impractical due to the lack of proper support. Crafting by hand requires a lot of time and materials, so he occasionally sells bamboo as well. Moreover, hundreds of tourists from around the world visit his farm and workshop during the season.