აზერბაიჯანული ხალიჩები
21 ივლისი, 2024
აზერბაიჯანული ხალიჩები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აზერბაიჯანის ხალიჩების ეროვნული მუზეუმი 1967 წელს დაარსდა, აზერბაიჯანის ხალიჩისა და ხალხური გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი 1967-1993 წლებში. ლატიფ კარიმოვის სახელობის აზერბაიჯანის ხალიჩისა და ხალხური გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი 1993-2014 წლებში, აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმი 2014-2019 წლებში, ხოლო 2019 წლიდან მას ეროვნული ხალიჩის მუზეუმს უწოდებენ. მაშინ, როცა მუზეუმი შეიქმნა, ის იყო მსოფლიოში ერთადერთი სპეციალიზებული ხალიჩების მუზეუმი.


მუზეუმის შექმნის ინიციატორია ლატიფ კარიმოვი, გამოჩენილი მეცნიერი და ხალიჩების შემქმნელი, ხალიჩების მეცნიერების ფუძემდებელი, ხელოვანი და პედაგოგი, ფუნდამენტური ნამუშევრების ავტორი.

For English scroll down  ↓

აზერბაიჯანის ეროვნული ხალიჩის მუზეუმში ათასობით ნიმუშია გამოფენილი. ისტორიული ხალიჩების ნიმუშების გარდა შეხვდებით ნამუშევრებს აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონიდან და არა მხოლოდ, კავკასიის სხვადასხვა კუთხიდან.

აზერბაიჯანის ეროვნული ხალიჩის მუზეუმში პირველი ექსპოზიცია 1972 წლის 26 აპრილს გაიხსნა, ჯუმას მეჩეთში, მე-19 საუკუნის არქტიტექტურის ძეგლში, რომელიც ძველ ქალაქშია განთავსებული.

დაარსების შემდეგ მუზეუმმა არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო "პიროტის ხალიჩები" - გამოფენა 2016 წელს, "უნგრული ქსოვა" – 2017 წელს, "აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობა ლუვრის მუზეუმში" – 2019 წელს, "კამილ ალიევი: ხელოვანი და ეპოქა" – 2021 წელს, "არსებობის ფრაგმენტები", რომელიც წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი არტისტის ნინო ყიფშიძის მიერ 2021 წელს და ა.შ.

2010 წელს აზერბაიჯანის ხალიჩის ეროვნული მუზეუმი შევიდა "იუნესკოს" კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.


აზერბაიჯანული ხალიჩები



Azerbaijan National Carpet Museum was founded in 1967.

Azerbaijan Carpet and Folk Applied Art State Museum in 1967-1993, Azerbaijan Carpet and Folk Applied Art State Museum named after Latif Karimov in 1993-2014, Azerbaijan Carpet Museum in 2014-2019, Azerbaijan from 2019 to today It is called the National Carpet Museum. At the time of its creation, it was the only specialized carpet museum in the world.

The initiator of the creation of the museum is Latif Karimov, an outstanding scientist and carpet maker, the founder of the science of carpets, artist and educator, the author of the fundamental work "Azerbaijani carpet".

Thousands of carpet samples are exhibited in the Azerbaijan National Carpet Museum. In addition to historical carpet samples from different regions of Azerbaijan, Caucasian carpets are also displayed in the museum. The first exposition of the Azerbaijan National Carpet Museum was opened on April 26, 1972 in the building of Juma Mosque, an architectural monument of the 19th century, located in the Old City. Since its foundation, the museum has signed many international and national projects. “ Pirot rugs" exhibition (2016), "Hungarian weaving" (2017), "Cultural heritage of Azerbaijan in the Louvre Museum" (2019), "Kamil Aliyev: artist and era" (2021), "Fragments of existence" by the famous Georgian artist Nino Kipshidze ( 2021) etc. we can show the exhibitions organized by the museum.

In 2010, the Museum was included in UNESCO's "Representative List of Intangible Cultural Heritage of Humanity".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary