ისწავლეთ რიგის სამართლის სკოლაში
16 ივნისი, 2013
რიგის სამართლის სკოლის მიერ შემოთავაზებული სტიპენდიები 2013-2014 აკადემიური წლისთვის- ლატვიის რესპუბლიკის საელჩო წარმოგიდგენთ რიგის სამართლის სკოლის მიერ შემოთავაზებულ სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე.
პროგრამა ინგლისურენოვანია და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სამართალი, ბიზნესი, ლინგვისტიკა და დიპლომატია. რიგის სამართლის სკოლა 2013-2014 საასწავლო წლისთვის უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს 2 სახის სტიპენდიას: ა) 4 სრულ და 8 თანადაფინანსების პროგრამას ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის ბიზნეს სამართალსა და დიპლომატიაში; და ბ) ღია საზოგადოების ფონდის სტიპენდიებს საჯარო საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების სპეციალობით, რისთვისაც განსაზღვრულია 7 სრული და 7 თანადაფინანსების პროგრამა.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - www.rgsl.lv






Carpet Cleaning Calgary