ფორუმი ახალგაზრდებისთვის ინდონეზიაში
29 ივნისი, 2014
გაერთიანებული ერების ცივილიზაციის ალიანსის გლობალური ფორუმი ბალიში  (ინდონეზია)

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2014 წლის 30 ივნისი.

ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს 18–იდან 30 წლამდე.

ფორუმი გაიმართება 2014 წლის 29–30 აგვისტოს, ბალიში.

აღწერა:

აღნიშნული ფორუმი გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის უმაღლესი პროფილის მოვლენაა. მე–6 გლობალური ფორუმი გაიმართება ბალიში, ინდონეზია. ფორუმის თემაა: "მრავალფეროვნების ერთიანობა: აღვნიშნოთ მრავალფეროვნება საერთო და საზიარო ღირებულებებისთვის."

ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, პოლიტიკურ და კორპორატიულ ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურალისტებს და ა.შ.

100 ახალგაზრდა განსხვავებული კულტურული და რელიგიური წარმომავლობის ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ზემოაღნიშნულ ღონისძიებაში.

ხარჯები:

ორგანიზატორები ფარავენ ბინის, საკვების, ადგილობრივი ტრანსპორტისა და მოგზაურობის ხარჯებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის და აპლიკაციის შესავსებად იხილეთ:

http://www.mladiinfo.eu/blog/2014/06/12/united-nations-alliance-of-civilizations-global-forum-in-bali-indonesia/






Carpet Cleaning Calgary