მოხალისეები კენიის, ტაილანდისა და ინდონეზიის ბავშვთა სახლებში
12 ივლისი, 2014
განაცხადების მიღება წარმოებს მუდმივად. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ახალგაზრდებს 18 წელს ზემოთ.
პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იქნებიან საკვებით, ბინითა და მცირე თვიური სტიპენდიით.
თუ ეძებთ გრძელვადიან სამოხალისეო შესაძლებლობას, საერთაშორისო ჰუმანიტარული ფონდი გაძლევთ შანსს დაეხმაროთ ბავშვთა სახლებს კენიაში, ტაილანდსა და ინდონეზიაში.

უმჯობესია, თუ აპლიკანტები იქნებიან შემდეგი სფეროებიდან: სოციალური მეცნიერებები, ენები, სწავლება, მედიცინა.

სასურველია 1–2-წლიანი გამოცდილება ნებისმეირ სფეროში.
აპლიკანტი აუცილებლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

თვიური სტიპენდია აპლიკანტებითვის:
პირველი 3 თვე–20 ამერიკული დოლარი.
3–6 თვე–50 ამერიკული დოლარი.
6–9 თვე–80 ამერიკული დოლარი.
9–12 თვე 100 ამერიკული დოლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
http://www.ihfonline.org/volunteering.php






Carpet Cleaning Calgary