იაპონიის სტიპენდიის პროგრამა აზიის განვითარების ბანკისგან
12 სექტემბერი, 2014
განაცხადის შეტანა შეუძლიათ აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს.
დაფინანსება მოიცავს სწავლის გადასახადს, თვიურ დაფინანსებას, ბინის ხარჯებს, ჯანმრთელობს დაზღვევას, წიგნებისა და სხვა საჭირო მასალების ხარჯებს, მგზავრობის ხარჯებს.

განაცხადის შეტანა შესაძლებელია მუდმივად.

აზიის განვითარების ბანკის, იაპონური სტიპენდიები დაარსდა 1988 წლის აპრილში იაპონიის მთავრობის დაფინანსებით. მისი მიზანია აგბ–ის წევრი ქვეყნების კვალიფიციურ სტუდენტებს დაუფინანსოს სწავლა შემდეგ სფეროებში: ეკონომიკა, მენეჯმენტი, მეცნიერება და ტექნოლოგიები და სხვა მომიჯნავე სპეციალობები.

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლის სამუშაო გამოცდილება, კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურს და არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
http://www.adb.org/site/careers/japan-scholarship-program/main






Carpet Cleaning Calgary