მიღება ტოლერანტობის სკოლაში
12 სექტემბერი, 2014
"ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) აცხადებს დაინტერესებულ სტუდენტთა მიღებას ტოლერანტობის სკოლაში. სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარობის პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას.

სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას შემდეგ თემებზე:

* ტოლერანტობის ძველი და თანამედროვე კონცეფციები
* რელიგია და ტოლერანტობის კულტურა
* ტოლერანტობა და პოლიტიკური იდეოლოგიები
* ტრადიცია და ნაციონალიზმი
* სეკულარიზმისა და პოსტსეკულარიზმის პრობლემა
* ფუნდამენტალიზმი
* ტოლერანტობის იდეა მხატვრულ ლიტერატურაში
* მრავალფეროვნების იდეა კინოში
* მედია-ტოლერანტობა
* ქართული კულტურა და ტოლერანტობა
* ხალხთა სტუმართმოყვარეობა და შეუწყნარებლობის კულტურული საფუძვლები
* ტოლერანტობა და მულტიკულტურალიზმი.

ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, დღის მეორე ნახევარში. ლექცია-დისკუსიის მაქსიმალური ხანგრძლივობა - 2 საათი. სკოლის პირველი ნაკადი დაიწყება 2 ოქტომბერს და დასრულდება 18 დეკემბერს. ლექციებს წაიკითხავენ მოწვეული ლექტორები/მკვლევარები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან.

ტოლერანტობის სკოლის კურსს გაივლის ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 25-მდე სტუდენტი.
სკოლის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.

გთხოვთ, დაინტერსებულმა პირებმა მოკლე ბიოგრაფია, სამოტივაციო წერილი და საკონტაქტო ინფორმაცია გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: tdigeorgia@gmail.com 2014 წლის 20 სექტემბრამდე. სამოტივაციო წერილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის საფუძველზე შერჩეული კანდიდატები, კონკურსის მეორე ეტაპზე, გაივლიან გასაუბრებას.

გასაუბრების თარიღი: 26 სექტემბერი.

პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით, "ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში" პროექტის ფარგლებში.

მოკლე ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

"ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" (TDI) მიზნებია: რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის კულტურის განვითარება; სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; უმცირესობების უფლებების დაცვა; სეკულარული სახელმწიფოს იდეის დაცვა და გავრცელება; კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა; უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით, სახელმწიფო პოლიტიკის კვლევა და ანალიზი.






Carpet Cleaning Calgary