ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი - "არასრულწლოვანთა განვითარების პროგრამას" აგრძელებს
26 სექტემბერი, 2014

მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი - "არასრულწლოვანთა განვითარების პროგრამას" აგრძელებს.


პროგრამის ფარგლებში, 4 თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები სამართლებრივ საკითხებზე: კრიმინოლოგია, ოჯახური ძალადობა, აგრესია, ნარკოტიკების მავნებლობა, ალკოჰოლიზმი, სამართლის ზოგადი კურსები და კიდევ, უამრავი საინტერესო თემატიკა.

პროგრამის მონაწილეები ხელმძღვანელთან ერთად იმუშავებენ და თავადაც შეეძლებათ პროექტების მოფიქრება, მომზადება და ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის რესურსების გამოყენება.

იგეგმება გასვლითი ვიზიტები სტრუქრტურებში, როგორიცაა: პროკურატურა, პოლიციის აკადემია, უზენაესი სასამართლო, კრიმინალისტიკის ლაბორატორია, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი, იუსტიციის სახლი და ა.შ. მოსწავლეები გაეცნობიან სრუქტურების მუშაობისა და საქმიანობის სპეციფიკას.

პროგრამის ბოლოს მოეწყობა დახურვის ცერემონიალი და მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
წარმატებული მოსწავლეები ჩვენი ორგანიზაციის სამუშაო მიმართულებებში გადანაწილდებიან და ჩვენი ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან!

პროგრამის ხანგრძლივობაა 4 თვე.

პროგრამაში მონაწილეობის საფასურია თვეში 55 ლარი.

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია, სულ დაკომპლექტდება ორი ჯგუფი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ აპლიკაცია:


გასაუბრებაზე აპლიკაციით შერჩეულ კანდიდატებს დავიბარებთ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 555 48 38 60; ან 591 05 31 91

ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი -YCG

დანაშაულთან ბრძოლა იწყება განათლებით!

 







Carpet Cleaning Calgary