საგანმანათლებლო სტიპენდიები ისრაელის მთავრობისგან
08 ოქტომბერი, 2014
ისრაელის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს (სხვა ქვეყნების სტუდენტებთან ერთად) საგანმანათლებლო სტიპენდიებს შემდეგი მიმართულებით სთავაზობს:

1. ივრითის საზაფხულო კურსები (ულპანი);
2. სამეცნიერო–კვლევითი აკადემიური წელიწადი.

მოთხოვნები:

1. აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ ხელოვნების ან მეცნიერების განხრით ბაკალავრის (ან უფრო მაღალი) ხარისხი  (კარგი აკადემიური მოსწრებით);

2. აპლიკანტი უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის სახელითაც სურს კურსებში მონაწილეობა და მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.

3. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ინგლისურის ან ივრითის პროფესიული ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა.

4. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს ისრაელის იმ უნივერსიტეტის მოთხოვნებს, სადაც კურსის გავლა სურს. სტიპენდია გამოიყოფა მხოლოდ ამ ინსტიტუტის მიერ, კანდიდატის მიღებებაზე თანხმობის შემთხვევაში.

პირობები:

სტიპენდიის გაცემის პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს წლიური ბიუჯეტის შესაბამისამისად. შესაძლებელია, გაიცეს სრული ან ნაწილობრივი სტიპენდია.

აპლიკანტებმა საბუთების სრული ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე (დაბეჭდილი სახით), სამ ეგზემპლარად უნდა მიაწოდონ ისრაელის საელჩოს,  არა უგვიანეს 14 ნოემბრისა.

გთხოვთ, საბუთების სრული ჩამონათვალი იხილოთ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბმულზე.

http://embassies.gov.il/tbilisi-ge/NewsAndEvents/Pages/Scholarships-offered-by-the-Israeli-government-to-foreign-students.aspx

საკონტაქტო ინფორმაცია:

პრესის განყოფილება
ისრაელის საელჩო საქართველოში
0112 თბილისი 
დავით აღმაშენებლის გამზ. 154
2 556 500








Carpet Cleaning Calgary