ჟურნალისტიკის მოკლევადიანი კურსი
08 ოქტომბერი, 2014
არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი" დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, დაიწყო ჟურნალისტიკის მოკლევადიანი კურსი საჩუქრად მათთვის, ვინც დაინტერესებულია ჟურნალისტიკის შესწავლით. კურსი შუძლია გაიაროს ნებისმიერი განათლებისა და ასაკის მქონე პირმა.

კურსის ფარგლებში ისწავლება:

ჟურნალისტიკის ისტორია;
ჟურნალისტიკის ოსტატობა;
წერის კულტურა;
ინფორმაციის მოპოვება და გადამუშავება;
როგორ გადავამოწმოთ ფაქტები;
რა არის ნიუსი;
როგორ დავწეროთ ახალი ამბავი;
როგორ დავწეროთ ლიდი;
ინფორმაციის დაბალანსებურად წარმოდგენის უნარები;
როგორ ავიღოთ ინტერვიუ;
როგორ დავსვათ კითხვები სწორად და წარვმართოთ ინტერვიუ;
პირველადი და მეორადი წყაროების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი;
წყაროს შეფასებისა და ანალიზის უნარი;
როგორ გამოვიყენოთ ახალი მედიის ინსტრუმენტები;
მედია- ეთიკა;
როგორ ვწეროთ პრეს-რელიზები;
ორგანიზაციებთან ურთიერთობის ხელოვნება და ადვოკატირება.

ლექციების შედეგად, თქვენ გამოიმუშავებთ ჟურნალისტისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.

თქვენი საუკეთესო ნაშრომი გამოქვეყნდება ჩვენ პარტნიორ მედიასაშუალებებში.

ინტენსიური კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე , თეორიის სწავლა საფასურის გადახდის გარეშე!  კურსი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც.

კურსზე რეგისტრაციის,სასწავლო მასალების,პრაქტიკის გავლის, სერთიფიკატის გაცემის, ღირებულებაა: 34 ლარი

სწავლა იწყება 7 ოქტომბერს, 18:00 საათზე.

გაიცემა სერთიფიკატი.

მსურველებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: cjcvacansy@gmail.com







Carpet Cleaning Calgary