მოწვევა იუნესკოს მსოფლიო პრესის ჯილდოსთვის
11 იანვარი, 2015
იუნესკოს ჯილდო დაწესდა 1997 წელს ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ გილერმო კანოს საპატივსაცემოდ. კანო გახლდათ კოლუმბიელი ჟურნალისტი, რომელიც გარდაიცვალა თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.
1997 წლიდან, ყოველ წელს, ერთი პერსონა, ორგანიზაცია ან დაწესებულება ხდება ამ საპატიო პრიზის მფლობელი. კანდიდატი უნდა იბრძოდეს სიტყვის თავისუფლების განვითარებისთვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტლში, განსაკუთრებით, თუ ეს ბრძოლა შეიცავს გარკვეულ რისკებს.

ჯილდო გადაეცემა ჟურნალისტებს, რომელთაც გამოაჟღავნეს თავდადება სიტყვისა და გამოხატულების თავისუფლებისადმი და იმსახურებენ საერთაშორისო აღიარებას.

დაჯილდოების ცერემონიალი ტარდება ყოველწლიურად 2 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს. პრიზი მოიცავს 25 000 დოლარს.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულზე.









Carpet Cleaning Calgary