შეჯიბრი ბრიუსელში გასამგზავრებლად
24 იანვარი, 2015
შემოიკრიბე თანამოაზრეები საერთო იდეის გარშემო, იყავი კრეატიული და გამოიყენე ინოვაციური მეთოდები წყლის დაცვის პოპულარიზაციისთვის; აჩვენე ევროპას შენი თავი, გაიმარჯვე, გაემგზავრე ბრიუსელში და წარდექი როგორც საქართველოს ელჩი წყლის დაცვის საქმეში.

პროექტის აღწერა



კრეატიული განვითარების ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას კონკურსზე "დიდი ნახტომის შეჯიბრება". პროექტის ფარგლებში მსურველებს შეუძლიათ შექმნან თანამოაზრეთა ჯგუფები, რათა დაგეგმონ და განახორციელონ კამპანია მიწისზედა წყლის რესურსების დაბინძურებისგან დასაცავად და ამ პრობლემასთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად. მდინარეში ცურვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მონაწილე გუნდებმა უნდა მოაწყონ მდინარეში ჩახტომის აქცია, რაც, თავის მხრივ, არის დიდი ნახტომის შეჯიბრების მთავარი სიმბოლური დატვირთვა.

მონაწილე გუნდებმა მთელი კამპანიის განმავლობაში უნდა აღბეჭდონ საკუთარი აქტივობები მათთვის სასურველი ფორმით და მოამზადონ ანგარიში, რომლის ფორმაც თავისუფალია. საბოლოო ჯამში, ანგარიშისა და თანდართული მასალების მიხედვით, შეირჩევა გამარჯვებული გუნდი, რომელიც 12 ივლისს ბრიუსელში (ბელგია), ევროპის მდინარეთა პარლამენტში გაემგზავრება.

გუნდი შეზღუდული არაა მონაწილეთა რაოდენობაში. თუმცა, საბოლოო ჯამში ბრიუსელში საქართველოდან 5 მონაწილე გაემგზავრება.

მონაწილე გუნდებს საშუალება აქვთ მოიძიონ პარტნიორები ევროკავშირის ქვეყნებში და ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა შეჯიბრებაში. სურვილის შემთხვევაში პარტნიორების მოძიებაში დაგეხმარებათ პროექტის საორგანიზაციო გუნდი.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://en.bigjumpchallenge.net/registration.html
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15/02/2015

შენიშვნა: ნებისმიერი გუნდი, რომელიც რეგისტრაციას გაივლის ზემოაღნიშნულ ბმულზე, წერილობით უდნა შეგვატყობინოს ამის შესახებ ელ.ფოსტის მისამართზე: Irakli.piranishvili.1@gmail.com. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს დარეგისტრირებული გუნდი სამოქმედო გეგმას.

დამატებითი ინფორმაციისთვის
იხილეთ დიდი ნახტომის შეჯიბრების ფლაერი
ვებ-გვერდი: http://en.bigjumpchallenge.net/
FB გვერდი: https://www.facebook.com/CDCgeorgia
მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: Irakli.piranishvili.1@gmail.com
ან დაგვირეკეთ: 551 86 56 56






Carpet Cleaning Calgary