ღია საზოგადოების ფონდის ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები
10 მაისი, 2015
ღია საზოგადოების ფონდის ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები აცხადებს სტიპენდიას ახალგაზრდებისთვის. სტიპენდიები განკუთვნილია 30–წლამდე ახალგაზრდებისთვის. პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატს საშუალება ექნება აწარმოოს სხვადასხვა სამუშაო პროდუქცია, მათ შორის ისეთი როგორიცაა: პუბლიკაციები, ანგარიშების და ბლოგების მომზადება, ისარგებლოს ინოვაციური საგანმანათლებლო და სასწავლო რესურსებითა და ინსტრუმენტებით, შექმნას ახალი კამპანიები და ორგანიზაციები, ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობასა და დისკუსიებში, იმოგზაუროს კონფერენციებზე და წარადგინოს თავისი ნამუშევრები სხვადასხვა საჯარო სივრცეში.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აპლიკანტებს 30–წლამდე და ისინი უნდა იყვნენ დასაქმებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში ან უნივერსიტეტში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსურველებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.

სტიპენდიანტი მიიღებს 35000–50000 ამერიკულ დოლარს. სტიპენდიის ოდენობა დამოკიდებულია გამოცდილებასა და მიმდინარე შემოსავალზე. სტიპენდიის ფარგლებში მოხდება სამოგზაურო და პროექტის ხარჯების დაფინანსება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

http://www.opensocietyfoundations.org/grants/open-society-youth-fellowship-20150417







Carpet Cleaning Calgary