საგანმანათლებლო პროგრამები სომხეთის რესპუბლიკაში
03 სექტემბერი, 2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად.
კონკურსის საფუძველზე შეირჩევა საქართველოს 10 მოქალაქე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებისათვის:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
  • ინგლისური ენის ფლობა

სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებისათვის:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • ინგლისური ენის ფლობა

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • პასპორტის ასლი
  • სააპლიკაციო ფორმა
  • 4 ფოტო სურათი
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი

საბუთები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2013 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.






Carpet Cleaning Calgary