ეუთოს აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2014 წლის 5 აპრილი.
განაცხადის შეტანა შეუძლიათ კანდიდატებს, რომელთაც უკვე აქვთ აკადემიური ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში, ან მსგავს სფეროში, ან სწავლობენ ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე. კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 32 წელს.
დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას 180 ევროს ოდენობით, მოგზაურობის ხარჯებს, ბინის ხარჯებსა და ჯანმრთელობის დაზღვევას.
პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს წარმატებით უნდა ჰქონდეთ გავლილი ბაკალავრის კურსები და თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული.