პროექტი ,,საქართველოს ახალგაზრდული მთავრობა“
02 აპრილი, 2014
პროექტი ,,საქართველოს ახალგაზრდული მთავრობა“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსები" 2013 წლის 18 დეკემბერს დაფუძნდა ქეთევან ონიანის მიერ.


ორგანიზაციაში გაწევრიანებულები არიან სტუდენტები და აბიტურიენტები.

ორგანიზაციის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა. ასევე იგეგმება სხვადასხვა გაცვლითი პროექტი.

,,ახალგაზრდა პოლიტიკოსები" გეგმავენ მემორანდუმის გაფორმებას ორგანიზაციასთან ,,ახალგაზრდობა მომავალი საქართველოსათვის". მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ გაცვლით პროგრამებს საზღვარგარეთ.

,,საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსები" იწყებს ახალ პროექტს ,,საქართველოს ახალგაზრდული მთავრობა". პროექტის მიხედვით, ორგანიზატორი აირჩევს ახალგაზრდებს და ანაწილებს სხვადასხვა სამინისტროში მინისტრებად. მინისტრები თვითონ ირჩევენ მოადგილეებს. ასევე აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და ვიცეპრემიერი. ორგანიზაცია გეგმავს მემორანდუმების გაფორმებას არსებულ სამინისტროებში და შერჩეულ ახალგაზრდებს შეეძლებათ 6 თვის განმავლობაში სტაჟირების გავლა.

,,საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსების" წევრის მამია ლეჟავას აზრით, ეს პროექტი ახალგაზრდებისთვის არის გზა, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ, ისწავლონ თავიანთი აზრის გამოხატვა: "ჩვენ როდესაც ვხვდებით მოწვეულ სტუმრებს, მათგან ვიღებთ გამოცდილებას. ხდება იდეების ურთიერთგაზიარება, რაც არამარტო ორგანიზაციაში, არამედ ცხოვრებაშიც გამოგვადგება. ძალიან ბევრს ნიშნავს ამ პროექტის განხორციელება ჩვენთვის". 

ყოველ ორ თვეში ერთხელ შეიცვლებიან მთავრობის წევრები, რათა ბევრ დაინტერესებულ პირს მიეცეს მონაწილეობის უფლება. ასევე სისტემატურად ჩატარდება მთავრობის სხდომაც.

პროექტში ჩაერთვებიან ორგანიზაციები: ,,დებატების კლუბი" და ,,ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა".

ორგანიზაციის დამფუძნებლი ქეთევან ონიანის თქმით: "ჩვენი პროექტის მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდებმა გამოხატონ საკუთარი აზრი. რეალურად იმუშავებენ არჩეული ,,მინისტრები". ჩვენ ამ პროექტით გვინდა მთავრობას მივაწვდინოთ ხმა, რომ ვარსებობთ ახალგაზრდები, რომელთაც გვინდა ცვლილებები და სიახლეები".

პროექტში მონაწილეობის ასაკი შეზღუდულია. მონაწილეობა შეუძლია 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს, ხოლო მინისტრებად დაინიშნებიან 25-28 წლის პიროვნებები. პროექტის დაწყებამდე არჩეული კანდიდატები გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს შესაბამის სფეროებში.

ორგანიზაციის ახალი წევრი მანჩო თანიაშვილი ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების მიღება: "პროექტი საშუალებას მომცემს, ურთიერთობა მქონდეს მნიშვნელოვან და კვალიფიციურ კადრებთნ. კარგია ისიც, რომ ორგანიზაციაში თითქმის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან გაერთიანებულები".

მინისტრების დანიშვნის შემდეგ მოხდება სხვადასხვა აქტუალური თემის განხილვა, როგორიცაა: სიღარიბე, დენილთა საკითხები და ა.შ. პრობლემის მოგვარების გზების მოძიება და გადაჭრა ახალგაზრდებსაც შეუძლიათ. ამიტომაც მინისტრებისა და მთავრობის წევრების აქტიური თანამშრომლობით შემუშავდება პრობლემური საკითხების გადაჭრის გეგმა, რითიც მოახერხებენ მთავრობის დაინტერესებას.
პროექტის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები.




სხვა სტატიები
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი - CPSS“ 2011 წელს დაარსდა. თეონა ტურაშვილი ერთ-ერთია იმ 14 თანამოაზრიდან, ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. ის ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის“ გენერალური დირექტორია. ,,ჩვენ იმ პერიოდში ერთმანეთს ვიცნობდით თსუ-ს სოცალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, გვაერთიანებდა ერთი სურვილი - ძალიან გვაინტერესებდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხები. როდესაც ორგანიზაციის დაფუძნების იდეა გაჩნდა, რამდენიმე მეგობარი ვსწავლობდით სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროგრამაზე ,,ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“.
სრულად
არასამთავრობო ორგანიზაცია "მარაბდის ახალგაზრდული ასოციაცია" 2013 წელს შეიქმნა.
სრულად






Carpet Cleaning Calgary