„ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი“ ახალგაზრდებში კრიმინოლოგიის პოპულარიზაციას ემსახურება
22 მაისი, 2014
„ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი“ ახალგაზრდებში კრიმინოლოგიის პოპულარიზაციას ემსახურება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი" 2012 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა.

თავიდან საინიციატივო ჯგუფის სახელით არსებობდა, ხოლო შემდეგ დარეგისტრირდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ორგანიზაციის დაარსებასა და ფუნქციონირებაში დიდი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებამა და დავით ბატონიშვილის ინსტიტუტმა. ჯგუფის შექმნის მიზანი იყო კრიმინოლოგიის, როგორც მეცნიერების ცალკეული დარგის საქართველოში პოპულარიზაცია. საქართველოში კრიმინოლოგია ნაკლებად არის ცნობილი და თავდაპირველად ხშირად მოიხსენებდნენ, როგორც ახალგაზრდა კრიმინალისტებს ან ახალგაზრდა კრიმინალებს. ეს ცოტა ირონიულადაც ჟღერს, თუმცა, არამარტო ეტიმოლოგიურ შეცდომებს ჰქონდა ადგილი, არამედ, ზოგადად, კრიმინოლოგიის, როგორც იურიდიული მეცნიერების ფუნქციაც კი არ იცოდნენ. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ამ დარგის პოპულარიზაცია, ვინაიდან მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში სამართალი და, მით უმეტეს, სისხლის სამართალი კრიმინოლოგიის გარეშე წარმოუდგენელია. კრიმინოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დამნაშავეს, დანაშაულს, დანაშაულის კონტროლს.

"ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი" ახორციელებს სხვადასხვა ფართომასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტს, როგორებიც იყო "იმიტირებული გამოძიება, 48 საათი", სადაც სტუდენტებისათვის, რომლებიც გასაუბრებით შეირჩნენ, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწყეს გამოძიების იმიტაცია, შემთხვევის ადგილები, ბრალდებულის საცხოვრებელი ადგილი, დანაშაულის ადგილი, მოწმეთა საცხოვრებელი ადგილები, სტუდენტებისაგან შემდგარი პროკურორთა და ადვოკატთა ჯგუფი აწარმოებდა გამოძიებას, ატარებდა ჩხრეკა-ამოღებას, ადგენდა ოქმებს, რითაც მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება.

ეს პროექტი გადაიღო ტელეკომპანია "GDS"-მა და გაუშვეს თავის ეთერში. ერთ-ერთი პროექტი იყო საერთო საუნივერსიტეტო ღონისძიება "იურიდიული ოლიმპიადა", რომელშიც თბილისის ყველა უნივერსიტეტიდან შევიდა 650 აპლიკაცია, გადაირჩა 300 აპლიკაცია, 150 - სისხლის, ხოლო 150 - სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. პროექტი მოიცავდა 3 ეტაპს, რომელშიც გამარჯვებული 25-25 ბავშვი დაჯილდოვდა სოლიდური პრიზებით, ფულადი თანხით, რონიკოს ვაუჩერებით, Fish Spa-ს სამასაჟო პროცედურებით, იურიდიული წიგნების ძალიან დიდი კომპლექტით და, რაც მთავარია, გამარჯვებულები გაიგზავნენ სტაჟირებაზე თბილისის საადვოკატო ბიუროებში, აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში. გამორჩეული იყო პროექტი კონფერენცია კრიმინოლოგიაში, რომელიც პირველად ჩატარდა, მანამდე კრიმინოლოგიისადმი მიძღვნილი კონფერენცია არასდროს ჩატარებულა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განახორციელეს სხვადასხვა საინტერესო პროექტი, "წიგნები მსჯავრდებულებს" და სხვა მინიპროექტები, რომლებიც თითქმის ყოველ ორ კვირაში ერთხელ იმართება. გამორჩეული პროექტი იყო ტრენინგების ციკლიც. განსაკუთრებით პოპულარულია ტრენინგი კრიმინოლოგიაში. პროექტი "არასრულწლოვანთა განრიდება მედიაციის იმიტირებული პროცესები სტუდენტებისათვის" მოიცავდა სრულ იმიტირებას საქართველოში 2010 წლიდან შემოღებულ არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამას. 

"შევარჩიეთ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები მედიატორების როლში, სოციალური მიმართულებებიდან სტუდენტები სოციალური მუშაკების როლში, ხოლო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები პროკურორების როლში. მოხდა სრული იმიტირება პროგრამის, მონაწილეები ხვდებოდნენ დაზარალებულს, არასრულწოვანებს, კანონიერ წარმომადგენელს და მათთან მუშაობდნენ. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს პროკურატურა, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი და ორგანიზაცია "PH INTERNATIONAL" - განაცხადა ორგანიზაციის დირექტრომა თემურ შენგელაიამ.

ორგანიზაცია მუდმივად ატარებს ტრენინგებს კრიმინოლოგიის სხვადასხვა საკითხზე, მაგალითად: არასრულწლოვანთა დანაშაულობა, არასრულწლოვნის სოციალური გარემო, ვიქტიმოლოგია, მსხვერპლის ფსიქოლოგია და დაუხმარებლობის სინდრომი, მედიასაშუალებები და დანაშაული, სატელევიზიო ძალადობა, ციხის ძალადობის კრიმინოლოგიური ასპექტები, პატიმართა პრობლემატიკა, აგრესიული და ძალადობრივი გარემოს მიზეზები საქართველოში, ოჯახური ძალადობა, როგორც სოციალური პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები და ა.შ.

სამომავლოდ ორგანიზაცია გეგმავს ივლისი-აგვისტოს თვეში საზაფხულო სკოლას სურამში, სადაც მონაწილეები ნაკადების მიხედვით სამი დღე-ღამის განმავლობაში დარჩებიან სურამში და ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში. საზაფხულო სკოლის სამუშაო თემებია "კონფლიქტი, აგრესია და ძალადობა".
აგრეთვე, იგეგმება "იმიტირებული გამოძიება ტყეში", რომელიც მოიცავს გასვლით ღონისძიებებს ბუნებაში, სადაც მოეწყობა დანაშაულებრივი შემთხვევა და მონაწილეებს მოუწევთ ბუნებრივ პირობებში გამოძიების ჩატარება.


სხვა სტატიები
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი - CPSS“ 2011 წელს დაარსდა. თეონა ტურაშვილი ერთ-ერთია იმ 14 თანამოაზრიდან, ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. ის ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის“ გენერალური დირექტორია. ,,ჩვენ იმ პერიოდში ერთმანეთს ვიცნობდით თსუ-ს სოცალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, გვაერთიანებდა ერთი სურვილი - ძალიან გვაინტერესებდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხები. როდესაც ორგანიზაციის დაფუძნების იდეა გაჩნდა, რამდენიმე მეგობარი ვსწავლობდით სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროგრამაზე ,,ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“.
სრულად
არასამთავრობო ორგანიზაცია "მარაბდის ახალგაზრდული ასოციაცია" 2013 წელს შეიქმნა.
სრულად






Carpet Cleaning Calgary