ახალგაზრდები დევნილთა მხარდასაჭერად
27 სექტემბერი, 2013
ახალგაზრდები დევნილთა მხარდასაჭერად ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ორგანიზაცია „დევნილთა ახალგაზრდული“ 2011 წელს ჩამოყალიბდა, სადაც თავდაპირველად 100 ადამიანი ერთიანდებოდა და არა მარტო თბილისს, არამედ რეგიონებსაც მოიცავდა. ამ ჯგუფის შექმნის ინიციატორი ვაკო ფაჟავა და გიორგი კობახიძე იყვნენ. ორგანიზაციაში გაერთიანებულია ბევრი ახალგაზრდა, რომელთა მიზანია დევნილთა დახმარება.

„ჩვენ ვართ ახალგაზრდული ჯგუფი, რომლებიც ჩვენს აზრს ყოველთვის დამოუკიდებლად გამოვხატავთ და არ ვართ რომელიმე პარტიაზე ან არასამთავროზე დამოკიდებულნი“ - აცხადებს ორგანიზაციის ლიდერი ვაკო ფაჟავა.

ჯგუფის მიზანია, გაესაუბრონ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს, რათა ის პრობლემები გააცნონ, რაც დევნილებს ეხება და სამომავლოდ გაითვალისწინონ.

„მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა კანდიდატმა გამოთქვა შეხვედრის სურვილი და იმედი გვაქვს, დანარჩენებიც გამოიჩენენ ჩვენდამი ინტერესს და შეგვხვდებიან, რათა მოისმინონ ახალგაზრდების აზრი და უპასუხონ მათ კითხვებს. ჩვენ უფრო კითხვები გვაქვს მათთან, ვიდრე მოთხოვნები“ - აღნიშნა ორგანიზაციის ლიდერმა.

ახალგაზრდების ინტერესის სფეროში შედის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, უსაფრთხოების საკითხი, საგარეო პოლიტიკისა და მეზობელ ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები.

სხვა სტატიები
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი - CPSS“ 2011 წელს დაარსდა. თეონა ტურაშვილი ერთ-ერთია იმ 14 თანამოაზრიდან, ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. ის ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის“ გენერალური დირექტორია. ,,ჩვენ იმ პერიოდში ერთმანეთს ვიცნობდით თსუ-ს სოცალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, გვაერთიანებდა ერთი სურვილი - ძალიან გვაინტერესებდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხები. როდესაც ორგანიზაციის დაფუძნების იდეა გაჩნდა, რამდენიმე მეგობარი ვსწავლობდით სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროგრამაზე ,,ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“.
სრულად
არასამთავრობო ორგანიზაცია "მარაბდის ახალგაზრდული ასოციაცია" 2013 წელს შეიქმნა.
სრულად






Carpet Cleaning Calgary