სტუდენტური ომბუდსმენი
04 ოქტომბერი, 2013
სტუდენტური ომბუდსმენი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
26 სექტემბერს ვაკის პარკში მდებარე მედიათეკაში სტუდენტების გაერთიანება „სტუდენტური ომბუდსმენის“ პრეზენტაცია გაიმართა.
„სტუდენტური ომბუდსმენი“ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა გაერთიანებაა, რომლის მიზანია სტუდენტების უფლებების დაცვა.
„სტუდენტურ ომბუდსმენში“ გაერთიანებულია 10-მდე კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. ორგანიზაცია შეეცდება, დახმარება გაუწიოს სტუდენტებს სხვადასხვა საკითხში.

„ყოველთვის იყო პრობლემები, რომელსაც ვაპროტესტებდით, მაგალითად, კანონმდებლობაში ცვლილება უმაღლესი განათლების შესახებ, ასევე აგრარული უნივერსიტეტის საკითხი. წევრებმა, ძირითადად, ამ თემების დროს გავიცანით ერთმანეთი და გაგვიჩნდა იდეა ასეთი ორგანიზაციის შექმნის შესახებ. ჩვენი მიზანია, სტუდენტების დახმარება, რომლებსაც რაიმე პრობლემა აქვს ადმინისტრაციასთან ან სასწავლო პროცესში“ - განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა მადონა დვალიშვილმა.

„ჩვენი მთავარი მიზანია თავისუფალ, დამოუკიდებელ, თვითმართვად უნივერსიტეტში სწავლა, სადაც ყოველი სტუდენტის უფლებას დაიცავენ. ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ ყველა აქტუალურ თემაზე, არ დავუშვებთ სახელმწიფოს, ადმინისტრაციის ან სტუდენტური თვითმართველობების მხრიდან დაირღვას სტუდენტთა უფლებები“ - აღნიშნა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბერდია ბერიძემ.

ორგანიზაციის ძირითადი მოთხოვნაა, დაცული იყოს სტუდენტთა უფლებები, რომლებიც მათ გარანტირებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით. ისინი შეეცდებიან, აღმოფხვრან პრობლემები უნივერსიტეტების ადმინისტრაციასთან, განათლების სამინისტროსთან, გაუწევენ მათ იურიდიულ დახმარებას.

„სტუდენტურმა ომბუდსმენმა“ და მოძრაობა „ანტიპოდების“ წარმომადგენლებმა 27 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა მოაწყეს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის. ბერდია ბერიძის თქმით, ეს ორგანიზაციის პირველი ნაბიჯებია. „სტუდენტებს პრობლემა ჰქონდათ საგნების არჩევაზე, შეხვედრის შემდეგ ადმინისტრაციისგან პირობა მივიღეთ, რომ მომავალი სემესტრიდან ყველა პრობლემა აღმოიფხვრება. ჩვენ ამ პროცესს მონიტორინგს გავუწევთ“.
ორგანიზაცია 30 წევრისგან შედგება. ჯერ მხოლოდ თბილისის უნივერსიტეტებიდან არიან წარმომადგენლები, მომავალში იგეგმება რეგიონებში არსებულ უნივერსიტეტებშიც წარმომადგენლების მიღება.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი თაკო ხახუბია დადებითად აფასებს ასეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი ორგანიზაციის არსებობა. „ვფიქრობ, ძალიან კარგია ამ ორგანიზაციის შექმნა. ძალიან ხშირად სტუდენტებმა არ იციან მათი უფლებები და შესაბამისად, ის, რისი უფლებაც აქვთ, იგნორირებულია. მსგავსი ტიპის ორგანიზაცია, როგორიცაა „სტუდენტური ომბუდსმენი“ ხელს შეუწყობს ჩვენი უფლებების დაცვასა და ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც გვაქვს“.

არსებობს ცხელი ხაზი სპეციალურად ამ პროექტისთვის, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ და დროულად შეატყობინონ ოპერატორს ინფორმაცია.




სხვა სტატიები
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი - CPSS“ 2011 წელს დაარსდა. თეონა ტურაშვილი ერთ-ერთია იმ 14 თანამოაზრიდან, ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. ის ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის“ გენერალური დირექტორია. ,,ჩვენ იმ პერიოდში ერთმანეთს ვიცნობდით თსუ-ს სოცალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, გვაერთიანებდა ერთი სურვილი - ძალიან გვაინტერესებდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხები. როდესაც ორგანიზაციის დაფუძნების იდეა გაჩნდა, რამდენიმე მეგობარი ვსწავლობდით სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროგრამაზე ,,ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“.
სრულად
არასამთავრობო ორგანიზაცია "მარაბდის ახალგაზრდული ასოციაცია" 2013 წელს შეიქმნა.
სრულად






Carpet Cleaning Calgary