მოხალისე სტუდენტთა ასოციაცია
მოხალისე სტუდენტთა ასოციაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"მოხალისე სტუდენტთა ასოციაცია" სტუდენტთა სოციალურ და სამოქალაქო აქტიურობის ქსელს აერთიანებს, რომელიც ჯერჯერობით საინიციატივო ჯგუფის სახითაა წარმოდგენილი. არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ არ დაარსებულა. ასოციაცია დაახლოებით ორი თვის წინ ჩამოყალიბდა თორნიკე ბოლოკაძისა და თამარ კიკნაველიძის ინიციატივით, მალევე დაარსდა "სამუშაო ჯგუფი", ამჟამად იქმნება "მოხალისეთა ბაზა". ის აერთიანებს ორ სფეროს - სოციალურსა და სამოქალაქოს. ფინანსების მოპოვებას სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან ცდილობს.

სოციალური სფერო მოიცავს შემდეგ ბენეფიციარებს: მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მატერიალურად გაჭირვებული ადმაიანები. სამოქალაქო სფეროში შედის: მოხალისეობრივი აქციები, დებატები, დისკუსიები, საჯარო ლექციები, ტრეინინგები, კონფერენციები.

კითხვაზე თუ როგორ ახერხებენ სოციალურ და სამოქალაქო სფეროში პრობლემების აღმოფხვრას, თორნიკე ბოლოკაძემ გვიპასუხა, რომ სოციალურ და სამოქალაქო სფეროში, პრობლემებს ისინი ვერ აღმოფხვრიან, მათ მხოლოდ ძალუძთ, რომ ხელი შეუწყონ მდგრად პოზიტიურ ცვლილებებს. საინიციატივო ჯგუფის მისიაა, მდგრადი პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობა სოციალურ და სამოქალაქო სფეროში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. მისი მიზანია, ბენეფიციართა მატერიალური, ფიზიკური და მორალური მხარდაჭერა და სტუდენტთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდა.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა თორნიკე ბოლოკაძემ აღნიშნა, მათი სამომავლო გეგმაა დასახული მიზნები სრულყოფილად განახორციელონ.
სხვა სტატიები
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი - CPSS“ 2011 წელს დაარსდა. თეონა ტურაშვილი ერთ-ერთია იმ 14 თანამოაზრიდან, ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. ის ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის“ გენერალური დირექტორია. ,,ჩვენ იმ პერიოდში ერთმანეთს ვიცნობდით თსუ-ს სოცალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, გვაერთიანებდა ერთი სურვილი - ძალიან გვაინტერესებდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხები. როდესაც ორგანიზაციის დაფუძნების იდეა გაჩნდა, რამდენიმე მეგობარი ვსწავლობდით სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროგრამაზე ,,ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“.
სრულად
არასამთავრობო ორგანიზაცია "მარაბდის ახალგაზრდული ასოციაცია" 2013 წელს შეიქმნა.
სრულად






Carpet Cleaning Calgary