"დაახლოებით 8 თვის წინ ამერიკის შესწავლის ცენტრმა გადაწყვიტა სამეცნიერო კლუბის შექმნა, სადაც შევიკრიბებით ამერიკისმცოდნეობის რამდენიმე სტუდენტი. მუშაობის პროცესში გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა დამოუკიდებელი ახალგაზრდული ორგანიზაცია. კლუბს ჰყავს 11 დამფუძნებელი. აქედან ორი ამერიკისმცოდნეობის კურსდამთავრებულია, 7 ამერიკისმცოდნეობის, 1 ჟურნალისტიკისა და ერთიც საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტია" - ამბობს კლუბის პრეზიდენტი ცირა წითლიძე.
ორგანიზაცია მიზნად ისახავს აშშ-ს კულტურისა და ღირებულებების პოპულარიზაციას, პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების რეკრუტირებას.
კლუბი თავიდან დამოუკიდებლად არ მუშაობდა. რამდენიმე ხანი "ამერიკის მეგობართა ახალგაზრდული კლუბი" თანამშრომლობდა "ამერიკის მეგობართა კლუბთან", თუმცა, 2012 წლის 31 დეკემბრიდან ახალგაზრდული კლუბი იურიდიულად დარეგისტრირდა და დაიწყო დამოუკიდებელი აქტივობა.
კლუბი ამჟამად დაფინანსების მოპოვებას ცდილობს, თუმცა, ისინი მაინც ატარებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც დიდ ფინანსურ მხარდაჭერას არ მოითხოვს. "დაფინანსება არ გვაქვს, თავიდან ამერიკის მეგობართა კლუბი გვეხმარებოდა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. იქიდან გამომდინარე, რომ დამოუკიდებლად მოქმედება ახალი დაწყებული გვაქვს, ნელ-ნელა ვცდილობთ, ვიპოვოთ სპონსორები, რაც არც ისე ადვილია, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ კლუბის თითოეული დამფუძნებელი იმდენად ენთუზიაზმით ეკიდება საქმეს, რომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა" - გვეუბნება ცირა წითლიძე.
ამერიკელ თანატოლებთან თუ სხვა დაინტერესებულ პირებთან ოფიციალური კავშირი კლუბს ჯერ არ აქვს, თუმცა, სტუმრები ამერიკიდან ხშირად დასწრებიან კლუბის მიერ ორგანიზებულ პროექტებსა თუ სხვა აქტივობებს.
"ამერიკის მეგობართა ახალგაზრდულმა კლუბმა" დასაწყისიდანვე აქტიური მოღვაწეობა დაიწყო. პირველი პროექტი 11 სექტემბრისადმი მიძღვნილი კონკურსი იყო. "კონკურსმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. სულ 60 ესსე შემოვიდა. გამარჯვებული კონკურსანტები დავასაჩუქრეთ ქინდლით და 50 ლარიანი ვაუჩერით წიგნების მაღაზიაში" - გვითხრა ცირა წითლიძემ.
მისივე თქმით, მეორე პროექტი - "ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მოდელირება-დებატები" - თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით ყველაზე გრანდიოზული იყო კლუბის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის. დაკომპლექტდა რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ინტერესების დამცველების ორი გუნდი. დებატებს ესწრებოდნენ წინასწარ დატრენინგებული ამომრჩევლები, რომლებმაც ბოლოს ფარული კენჭისყრით დააფიქსირეს თავიანთი არჩევანი. ამ პროექტს ესწრებოდნენ სტუმრები ამერიკიდან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.
ამჟამად "ამერიკის მეგობართა ახალგაზრდული კლუბი" დაკავებულია მორიგი პროექტით - "გააცანი ამერიკა შენს სკოლას". პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 10 თებერვალს. წინასწარ გამოგზავნილი აპლიკაციების საფუძველზე შერჩეულმა მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგი, რის შემდეგაც ისინი გაემართებიან თავიანთ არჩეულ სკოლებში და წარუდგენენ პრეზენტაციას სკოლის მოსწავლეებს.
კლუბის პრეზიდენტის თქმით, ეს პროექტი იმითაა გამორჩეული, რომ იგი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის რამდენიმე სოფელსა და ქალაქს მოიცავს. თბილისის ახალგაზრდობას, ასე თუ ისე, მაინც მიუწვდება ხელი სხვადასხვა ინფორმაციასთან, რისი შესაძლებლობაც რეგიონებში არ აქვთ.
"პრეზენტაცია/ლექცია, რომლის გაკეთების საშუალებაც ამ კლუბის მეშვეობით მომიწია, იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. პროექტის ფარგლებში ჩემი ცოდნა და უნარები გავუზიარე ჩემს პატარა მეგობრებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ სკოლაში. კმაყოფილი ვარ ამ პროექტით და იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის მეგობართა ახალგაზრდული კლუბი კვლავ გაგვანებივრებს ჩვენ, სტუდენტებსა და დაინტერსებულ პირებს, ასეთი კარგი და საინტერესო პროექტებით" – აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ხატია ჭილავამ.
"ვფიქრობთ, რომ ამერიკა იმდენად საინტერესო და ამოუწურავი თემაა, რომ ორგანიზაციას მუდმივად ექნება რესურსი საინტერესო პროექტებისა. სამომავლოდ საკმაოდ გრანდიოზული გეგმები გვაქვს, ყველაფერი დამოკიდებულია სპონსორებსა და სხვადასხვა ფონდზე, თუმცა, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ჩვენგან ახალ პროექტებს ელიან, ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი იმედები არ გავამტყუნოთ" - ამბობს კლუბის პრეზიდენტი.