„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანსაც რამდენიმე წელია წარმოადგენს აქტიური, ნიჭიერი ახალგაზრდების ჩართვა აკადემიურ-პრაქტიკულ ღონისძიებებში, დებატის კულტურის ჩამოყალიბება, ფორმალური კამათის სწავლება და სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდა.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე ამბობს, სტუდენტური დებატების კლუბში გაწევრიანების ინიციატივა სწორედ სტუდენტებს ეკუთვნით, რაშიც უნივერსიტეტი მათ მხარს უჭერს: „ჩვენ ამაში არ ჩავრეულვართ, ეს იყო უშუალოდ სტუდენტების ინიციატივა. სტუდენტებისა თუ ახალგაზრდების პრობლემა დღეს სწორედ საკუთარი აზრისა და პოზიციის მკაფიოდ ჩამოყალიბებაა. ეს კლუბი კი, როგორც თავის დროზე საორატორო ხელოვნება, რომლის მიხედვითაც ორატორის გამოსვლისას ყოველი დებულება უნდა ყოფილიყო არგუმენტირებული, სტუდენტებს ასწავლის დახვეწილ მეტყველებასა და სწრაფ ორიენტირებას პრობლემის გარშემო, რაც ჩვენს დროში ფრიად საჭიროა“.
ქართული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა თუ დოქტორანტურის ყველა სტუდენტს, ვისაც სურს, მოხვდეს იმ ოც სტუდენტს შორის, რომელიც გახდება დებატების კლუბის წევრი, უნდა გაიაროს კონკურსი, რომელიც ორ ეტაპად მიმდინარეობს და აპლიკაციის შევსებისა და გასაუბრებისაგან შედგება.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი თინათინ ცერცვაძე ამბობს, კლუბის მუშაობა მოიცავს ყოველკვირეულ შეხვედრებს, რომლის დროსაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ კარლ პოპერისა და პოლიტიკური ფორმატის ფორმალური დებატები. სტუდენტები ჯგუფურ სავარჯიშოებს, პრაქტიკულ დავალებებს, პრეზენტაციებსა და დისკუსიებთან ერთად შეასრულებენ როლურ და სიტუაციურ თამაშებსაც.
„კლუბი ეხმარება სტუდენტებს, ისწავლონ სხვადასხვა ტიპის დებატები, კონსტრუქციული საუბარი და განუვითარდეთ ძალიან ბევრი უნარი, რაც ავითარებს დებატებს. მაგალითად, როგორიც არის: კრიტიკული აზროვნება, მოსმენის კულტურა, არგუმენტირებული და ლოგიკური მსჯელობა, დროის მენეჯმენტი, პრეზენტაბელურობა, საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირება, ორატორობა, სწრაფი აზროვნება და წერა, შემოქმედებითუნარიანობა, კამათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე, ემოციების მართვა, გუნდურობა, კვლევის უნარი და სხვა. კლუბის მიზანია არა მარტო სწავლება, არამედ სხვადასხვა ტურნირში მონაწილეობის მიღებაცაა. შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ კლუბში გაწვრიანებულ სტუდენტებს შეეძლებათ მონაწილეობა დებატების ეროვნულ და საერთაშორისო ფორუმებში, რომლებიც მუდმივად იმართება საგანმანათლებლო დებატების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელის IDEA–ს ეგიდით. ფორუმის მასშტაბები მთელს მსოფლიოს მოიცავს, რომელშიც მონაწილეობას იღებს ყველა ის ქვეყანა, სადაც არსებობს დებატების კლუბები“ - აღნიშნა თინათინ ცერცვაძემ.
საპარლამენტო დებატები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული, ძირითადად, საუნივერსიტეტო კლუბების ფორმით ვრცელდება და ხდება მისი პოპულარიზაცია. თავდაპირველად ანგლო-საქსურ ქვეყნებში გავრცელებული ეს საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, რომელიც წარმოადგენს ფორმალური დებატების ერთ-ერთ სახეს, დღეს ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში ფუნქციონირებს. მისი ასეთი ფართო მასშტაბით გავრცელებასა და პოპულარობას ხელი შეუწყო საპარლამენტო დებატების თამაშის სახემ და მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობამ, რასაც აღნიშნული თამაში იძლევა.
მარიამ გელაშვილი ქართული უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია და გასული ზაფხულიდან ის უკვე დებატების კლუბის წევრია. როგორც ის მიიჩნევს, დებატების კურსი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად: „დებატების კურსი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეიძლება, ჩემი ეს შეფასება ცოტა პათეტიკურია, თუმცა, ეს კურსი ნამდვილად იმსახურებს ასეთ შეფასებას. რადგან ის დებატები, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ნეგატიურ გავლენას ახდენს მომავალ თაობაზე. ამიტომ, საჭიროა, თავიდანვე დაინერგოს სწორი, კონსტრუქციული და კულტურული დებატების კულტურა. გარდა ამისა, დებატების შესწავლის კულტურა ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს, ლოგიკური თუ ანალიტიკური აზროვნების უნარს, წერის კულტურას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გვიმუშავებს საჯარო გამოსვლის ხელოვნებას და დადებითად მოქმედებს ჩვენს უნარებზე“.