კომპანია „რედიქსი“ 2007 წელს დაარსდა. საქმიანობის ძირითადი სფერო უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვაა. მთელი საქართველოს მასშტაბით „რედიქსი“ სხვადასხვა ტიპის 35 მსხვილ და საშუალო ზომის პროექტს აერთიანებს.
„რედიქსი“ ერთ-ერთი პირველი იყო ბაზარზე, ვინც განსხვავებული კონცეფციის, დასრულებული საცხოვრებელი თუ საოფისე/კომერციული ფართები შესთავაზა მომხმარებელს. უნიკალური კონცეფციის გარდა, „რედიქსის“ პროდუქტი ევროპული სტანდარტებითა და ხარისხით გამოირჩევა, რაც თავად პროდუქტს კონკურენტუნარიანს ხდის.
თამარ ალავიძე საუბრობს კომპანიის საქველმოქმედო პროექტებზეც: „კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, სპორტის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სხვა საზოგადოებრივი საქმიანობის მხარდასაჭერად 2003 წელს დაარსდა საქველმოქმედო ფონდი „ცისკარი“. მრავალშვილიანი, უმწეო ოჯახებისა და საზოგადო მოღვაწეების თანადგომის პროექტების, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის საწინააღმდეგო და დეინსტიტუციონალიზაციის პროექტების ფარგლებში ფონდი „ცისკარი“ წლების განმავლობაში ასობით ოჯახსა და ადამიანს დაეხმარა. ამას გარდა, თეატრალურ სფეროში მოღვაწე ხელოვანების წასახალისებლად ფონდმა „ცისკარმა“ ექვსი წლის წინ თეატრალური პრემია „დურუჯი“ დაარსა, რომელიც ყოველწლიურად იმართება ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში. ამავე სახლ-მუზეუმში, ყოველ შემოდგომაზე ტარდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ფიცის დადების 1980-იან წლებში შემოღებული რიტუალი-ტრადიცია, რომელიც ფონდმა „ცისკარმა“ აღადგინა. ცერემონიის დროს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელები საზეიმო ფიცს დებენ, რომ ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს, როგორც პროფესიონალები“.
რაც შეეხება კომპანიაში დასაქმებას, კადრის აყვანისას ხდება კონკრეტული ვაკანსიისთვის განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მოთხოვნების გათვალისწინება. გარკვეულ ვაკანსიებზე „ახალი სისხლის პრინციპით“ ცდილობენ იმოქმედონ და მოტივირებული, განათლებული და გამოცდილების შეძენის მსურველი ახალგაზრდა კადრები შეარჩიონ.
სტაჟირების ვადა 3 თვიდან 6 თვემდე გრძელდება, სტაჟირებაზე ახალგაზრდების მიღება კი წელიწადში რამდენჯერმე ხდება.