დასაქმება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“
12 ივლისი, 2014
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შესახებ მისი პიარმენეჯერი თიკო მაკარიძე გვესაუბრება:

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არის ყოფილი „თბილისის წყალი“, იგივე „თბილწყალკანალი“. ეს თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგების და წყალარინების (საკანალიზაციო) მომსახურებას უწევს თბილისის მოსახლეობას, ორგანიზაციებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს. ეს, საერთო ჯამში, 400 000-ზე მეტი აბონენტია თბილისის მასშტაბით. თბილისელების წყალმომარაგება უწყვეტი ციკლია და ამ საქმეს კომპანიის 2000-მდე თანამშრომელი ემსახურება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნედლ წყალს სასმელად ვარგის, ხარისხიან პროდუქტად გარდაქმნის. წყალს, რომელსაც კომპანია აწვდის დედაქალაქის მომხმარებელს, აქვს, როგორც საყოფაცხოვრობო, ასევე, სამეურნეო და სამრეწველო გამოყენება. საკანალიზაციო ქსელების მეშვეობით კომპანია ჩამდინარე (საკანალიზაციო) წყლის გატანასაც უზრუნველყოფს. კომპანია ელექტროენერგიას აწარმოებს მის საკუთრებაში არსებული "ჟინვალჰესისა" და "თეთრიხევიჰესის" საშუალებით. გამომუშავებული ელექტროენერგია თბილისის წყალმომარაგების სისტემის ფუნქციონირებას ხმარდება. ორივე ჰიდროელექტროსადგური ჩართულია საქართველოს ელექტროსისტემაში.

სასმელი წყალი დასალევად სასიამოვნო, ხარისხიანი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა - ამას დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევის შედეგები ადასტურებს. სასმელი წყლის ხარისხი დედაქალაქში მთლიანად აკმაყოფილებს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. თბილისი ევროპის იმ რამდენიმე დედაქალაქის რიცხვში შედის, სადაც ონკანიდან წამოსული წყალი სასმელად ბავშვებისთვისაც ნებადართულია. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ყველა ლაბორატორია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. მათ ფუნქციონირებას კოორდინაციას უწევს ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ISO-ს სტანდარტის შესაბამის სერტიფიკატსა და აკრედიტაციას ფლობს. სასმელი წყლის ხარისხი ლაბორატორიაში 24 საათის განმავლობაში მაღალ დონეზე კონტროლდება. რეგულარულად, საათში ერთხელ ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელ წყალს მრავალმხრივ ანალიზს უტარებენ და მას მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების შემდეგ აწვდიან თბილისელებს. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წყლის ხარისხის კონტროლი დედაქალაქის წყალსადენის ქსელებშიც მუდმივად ხორციელდება.

თიკო მაკარიძე კომპანიის წარმატების მიზეზად იმას ასახელებს, რომ მათი კომპანია სასიცოცხლოდ ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტს - სასმელ წყალს აწვდის თბილისელებს - სასმელი წყლის გარეშე წარმოუდგენელია, როგორც ადამიანის არსებობა, ისე არ არსებობს სფერო ან დარგი, რომელსაც წყალმომარაგება არ სჭირდებოდეს: „ასევე, ვფიქრობთ, რომ კომპანიაშ ბოლო წლების მანძილზე ბავრი რამ გაკეთდა მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მხრივ. რაც მთავარია, თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში აღარ მოქმედებს გრაფიკი სასმელ წყალზე, იცვლება მოძველებული და ამორტიზებული წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელები, აშენდა ახალი რეზერვუარები და სატუმბო სადგურები, 24-საათიან წყალმომარაგების პროექტზე ვმუშაობთ თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში - ეს დედაქალაქთან ახალადშემოერთებული სოფლები და დასახლებებია, რომელთაც, პრაქტიკულად, არასდროს ჰქონიათ ან სრულყოფილად არ ჰქონიათ წყალმომარაგება. კომპანიამ აბონენტთა უკეთ მომსახურებისთვის ახალი სერვისცენტრები გახსნა, მთლიანად მოდერნიზაცია გაუკეთა და უახლესი აპარატურით აღჭურვა ცენტრალური ლაბორატორია, ასრულებს მასშტაბურ პროექტს - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მტკვრის სისუფთავისთვის“ და ა.შ. რაც მთავარია, წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ემზადება ტექნოლოგიურად ახალ საფეხურზე გადასასვლელად - ეს არის გეოინფორმაციული სისტემა, რომელიც სექტემბერში უკვე მზად გვექნება”.


რაც შეეხება კომპანიაში დასაქმების პირობებს...

ახალგაზრდა, რომელსაც სურვილი აქვს მუშაობა დაიწყოს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურში“, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს - უნდა იყოს მაგისტრანტი ან ფლობდეს იმ სპეციალობას, რომელიც კომპანიას ესაჭიროება, ასევე, ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს გამოცდილება კონკრეტული მიმართულებით, სასურველია, უცხო ენების ცოდნა და რიგ შემთხვევაში კი - სავალდებულო, ასევე აუცილებელია საოფისე კომპიტერული პროგრამების ცოდნა. დასაქმების თაობაზე დეტალური ინფორმაცია, როგორც წესი, გაწერილია კონკრეტულ ვაკანსიებში, რომელსაც კომპანია საჯაროდ აცხადებს. გამოცხადებულ ვაკანსიაზე დაინტერესებულმა პირმა უნდა შეავსოს განაცხადი, რომელსაც ელექტრონულად გაგზავნის. მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ვაკანსიის მოთხოვნებს. პირველადი შერჩევა ხდება ელექტრონულად შემოსული რეზიუმეებით, შემდეგ კი შერჩეული კანდიდატები გადიან გასაუბრებასა და ტესტირებას. ამის შემდეგ ხდება პოზიციის შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
რაც შეეხება სტაჟირებას, კომპანიაში ყოველწლიურად მოქმედებს საზაფხულო დასაქმების პროგრამა სტუდენტებისთვის: „პირველ რიგში, პრიორიტეტს ვანიჭებთ ისეთ უმაღლეს სასწავლებლებს, რომელთანაც კომპანიას მემორანდუმი აქვს გაფორმებული, ვაწვდით მათ საჭირო ფაკულტეტებისა და სტუდენტების რაოდენობის ჩამონათვალს, სტაჟიორთა ფუნქცია-მოვალეობებს. თავის მხრივ, უმაღლესი სასწავლებლები გვაწვდიან წარჩინებული მე-3-4 კურსის სტუდენტებისა და მაგისტრანტების ჩამონათვალს შესაბამისი რეკომენდაციებით. ამის შემდეგ, ვხვდებით სტუდენტებს და ვუთანხმდებით შეთავაზებულ პირობებზე. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირებაზე მიღებული სტუდენტი წარმატებით გაართმევს თავს თავის მოვალეობებს, მისი ორგანიზაციაში დასაქმება ხდება.

წელს პერსპექტიული და დაინტერესებული ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სხვა კომპანიებთან ერთად „Mindstream“-ის მიერ ორგანიზებულ პროექტში „JOB FAIR“ ჩაერთო. პროექტში ჩართვით კომპანიას საშუალება მიეცა, უფრო ახლოს გაცნობოდა სტუდენტებს და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ საზაფხულო სტაჟირების პროგრამაში მოტივირებული ახალგაზრდები ჩაერთვნენ. კომპანიაში სტაჟირების გავლის თაობაზე განაცხადი 100-მდე სტუდენტმა შემოიტანა. მათი შერჩევა კი ჩვენი სპეციალისტების მიერ გასაუბრების მეთოდით მოხდა. შერჩეული სტუდენტები სტაჟირების კურსს, ძირითადად, კომპანიის ცენტრალურ სადისპეტჩეროსა და სხვა ტექნიკურ სამსახურებში - წყლის მოპოვების, წყლის განაწილების, წყალარინების, ქსელების მართვისა და ენერგეტიკის მიმართულებით გადიან.

თავიდანვე სტაჟიორი ეცნობა კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, შემდეგ კი მისი მოვალეობები განისაზღვრება იმ კომპანიის დეპარტამენტის სპეციფიკის გათვალისწინებით, სადაც სტუდენტი სტაჟირებას გაივლის.

კომპანია სტუდენტთა სტაჟირების პროგრამას წელიწადში ერთხელ რეგულარულად ატარებს: „ჩვენს კომპანიაში ყოველწლიურად მოქმედებს საზაფხულო დასაქმების პროგრამა სტუდენტებისთვის. სტაჟირების ხანგრძლივობაა 2 თვე, თუმცა, ეს არ გამორიცხავს წარმატებული სტუდენტებისთვის ვადის ინდივიდუალურად გაგრძელებას, და ასევე, მათ შემდგომ დასაქმებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.

სხვა სტატიები
კომპანია „ნატახტარის“ პიარმენეჯერი ნინო სურმავა საკუთარი კომპანიის შესახებ გვესაუბრება:

სააქციო საზოგადოება „ლომისი“ ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას ახალგორში ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
სრულად
კომპანია „ფერის“ შესახებ მისი პიარმენეჯერი თათია კობრეშვილი გვესაუბრება:

კომპანია „ფერი“ 1991 წელს დაარსდა. მისი ძირითადი საქმიანობა, რთულ რელიეფურ პირობებში ენერგეტიკული პროექტების სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაა. კომპანია ასევე აშენებს გვირაბებს, მისასვლელ გზებს, საოფისე და საცხოვრებელ ნაგებობებს. კომპანიას აქვს ჰიდროენერგეტიკული პროექტების სრული მოცულობით განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება, რაც ჰიდროსადგურების პროექტირებას, მშენებლობას, დაკომპლექტებას, მონტაჟსა და მათ შემდეგ ექსპლუატაციას გულისხმობს.
სრულად






Carpet Cleaning Calgary