როგორ დავსაქმდეთ კომპანია „ნატახტარში“?
20 სექტემბერი, 2014
კომპანია „ნატახტარის“ პიარმენეჯერი ნინო სურმავა საკუთარი კომპანიის შესახებ გვესაუბრება:

სააქციო საზოგადოება „ლომისი“ ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას ახალგორში ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო.

მოგვიანებით, 2005 წლის სექტემბერში, სააქციო საზოგადოებამ „თი-ბი-სი ბანკისა“ და EBRD-ის უპრეცენდენტო ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში “ნატახტარი”. სოფლის დედაქალაქთან სიახლოვე და ნატახტარის წყლის უნიკალური თვისებები შესანიშნავ პირობებს ქმნიდა წარმატებული საწარმოს შესაქმნელად. კომპანიამ უმოკლეს დროში მოახერხა ლიდერის სახელის მოპოვება.

2008 წელს ლუდსახარშის საქმიანობით დაინტერესდა "ეფესის ლუდსახარშების ჯგუფი" (Efes Breweries International - EBI), მან ლუდსახარშის 100%-იანი წილი შეიძინა. EBI მსოფლიოში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, აქედან გამომდინარე, მენეჯმენტი დიდ ყურადღებას აქცევს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და ხარისხის მართვას. ხორციელდება ინვესტიციები საწარმოო ხაზებსა და ლაბორატორიის უახლესი დანადგარებით აღჭურვისათვის.
2008 წლიდან კომპანია "ნატახტარი” გახდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის ოფიციალური სპონსორი.

2010 წლიდან კი, კომპანიამ „ნატახტარმა” ხელი მოაწერა ხელშეკრულებას გენერალური სპონსორობის თაობაზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან.

„ნატახტარის“ წარმატებას, მისი პიარმენეჯერის თქმით, განსაზღვრავს უნიკალური წყალი – ნატახტრის წყალი, რომელიც წარმოადგენს მის შემოგარენში არსებული მიწისქვეშა დინებების ერთგვარ კუპაჟს, უნიკალურია მისი გამორჩეული გემოთი და განსაკუთრებული მინერალიზაციით. თანამედროვე ტექნოლოგია – წარმოების პროცესი კომპანიაში დაფუძნებულია უახლეს და წამყვან საწარმოო–ჩამომსხმელ ხაზებზე, რომლის განახლება და გაუმჯობესება პერმანენტული პროცესია. სტაბილური ხარისხი - პროდუქცია, რომელსაც კომპანია აწარმოებს, გამოირჩევა მაღალი ხარისხით, რომლის სტაბილურად შენარჩუნებასაც ხარისხის კონტროლის თანამედროვე სისტემა უზრუნველყოფს. კვალიფიციური კადრი – კომპანიის ნებისმიერი რგოლი დაწყებული წარმოებიდან, დამთავრებული მომხმარებლებთან ურთიერთობით, დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად ხდება. ინოვაციური მენეჯმენტი – ნატახტარში თანამშრომელთა ინიციატივების წახალისება მაქსიმალურად ხდება, რაც ეფუძნება თანამედროვე დასავლური მართვის სტილის საუკეთესო ტრადიციებს.

რაც შეეხება კომპანიის პიარმენეჯერის გამოცდილებას, მან 2007 წელს დაიწყო ჰოლდინგში „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფი“ მუშაობა, მომავალ წელს გადავიდა სს. „ლომისში“ გენერალური დეირექტორის ასისტენტის თანამდებობაზე, 2008 წელს დაინიშნა მარკეტინგის დეპარტამენტში მარკეტინგის სპეციალისტად, ხოლო 2010 წლიდან ის არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სუპერვაიზერი.

ნინო სურმავა ახალგაზრდებს ურჩევდა კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და კითხვების დასმას.
კრიტერიუმები ახალაზრდების სტაჟირება-დასაქმებაზე დამოკიდებულია იმ პოზიციაზე, რაზეც ცხადდება ვაკანსია.
„მარკეტინგის დეპარტამენტის სტაჟიორებს აბარიათ სხვადასხვა მცირე პროექტი, მათი მოვალეობებია ამ პროექტების დაგეგმვა, აღსრულება/მონიტორინგი და შეფასება. გარდა ამისა, რეპორტების მომზადება. სტაჟირება გრძელდება ორ თვეს. სტაჟიორისთვის აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისურის ცოდნა“ - გვეუბნება ნინო სურმავა.

სხვა სტატიები
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შესახებ მისი პიარმენეჯერი თიკო მაკარიძე გვესაუბრება:

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არის ყოფილი „თბილისის წყალი“, იგივე „თბილწყალკანალი“. ეს თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგების და წყალარინების (საკანალიზაციო) მომსახურებას უწევს თბილისის მოსახლეობას, ორგანიზაციებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს. ეს, საერთო ჯამში, 400 000-ზე მეტი აბონენტია თბილისის მასშტაბით. თბილისელების წყალმომარაგება უწყვეტი ციკლია და ამ საქმეს კომპანიის 2000-მდე თანამშრომელი ემსახურება.
სრულად
კომპანია „ფერის“ შესახებ მისი პიარმენეჯერი თათია კობრეშვილი გვესაუბრება:

კომპანია „ფერი“ 1991 წელს დაარსდა. მისი ძირითადი საქმიანობა, რთულ რელიეფურ პირობებში ენერგეტიკული პროექტების სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაა. კომპანია ასევე აშენებს გვირაბებს, მისასვლელ გზებს, საოფისე და საცხოვრებელ ნაგებობებს. კომპანიას აქვს ჰიდროენერგეტიკული პროექტების სრული მოცულობით განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება, რაც ჰიდროსადგურების პროექტირებას, მშენებლობას, დაკომპლექტებას, მონტაჟსა და მათ შემდეგ ექსპლუატაციას გულისხმობს.
სრულად






Carpet Cleaning Calgary