დასაქმება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში
05 ივლისი, 2013
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დასაქმებისა და სტაჟირების პირობებზე საუბრობენ მინისტრის მოადგილე და კადრების სამსახურის კურატორი ალექსანდრე მარგიშვილი და სამინისტროს კადრების სამსახურის უფროსი სალომე ჭიჭინაძე.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალგაზრდა, რომ თქვენთან შეძლოს მუშაობის დაწყება?

ახალგაზრდა უნდა იყოს მინიმუმ 21 წლის, თუ მას უშულოად სამუშაოდ ავიყვანთ. სასურველია, უკვე დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი სასწავლებელი. ჩვენ ინფორმაციას ვაკანსიის თაობაზე ყოველთვის ვაქვეყნებთ HR.GOV.GE-ზე და შემდეგ უკვე შესაბამისი კომისია განიხილავს კანდიდატებს. რაც შეეხება სტაჟირებას, ამ მხრივ ასეთი სახის შეზღუდვები არ გვაქვს.
რა პროცედურები აქვს გასავლელი კანდიდატს, რომ თქვენთად დასაქმდეს?

აპლიკაციის შევსების შემდეგ საკონკურსო-საატესტაციო კომისია სწავლობს წარმოდგენილ განაცხადებს. ამის შემდეგ ხდება კანდიდატის დაბარება გასაუბრებაზე და შეიძლება, მოხდეს ისე, რომ კანდიდატს მოუხდეს ერთი ან ორი ეტაპის გავლა, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მნიშვნელოვანი პოზიციაა. კანდიდატისთვის შეიძლება სავალდებულო იყოს ტესტის დაწერა, თუ, მაგალითად, მთარგმნელ-თარჯიმნის პოზიციაზე ხდება კანდიდატის მიღება, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, უნდა გამოვცადოთ აპლიკანტი როგორც წერილობით, ასევე ზეპირად და გავიგოთ, რამდენად კარგად შეუძლია თარგმნა და ასევე საუბარი. არის სახელოვნებო მიმართულებებზე ვაკანსიები, აქ ძირითადი ყურადღება ექცევა გამოცდილებას და გასაუბრების შემთხვევაში შეიძლება, მოხდეს ახალი კადრის აყვანა.
როგორია სამუშაო გრაფიკი?

ჩვეულებრივი ნორმირებული განრიგია 10-დან 19 საათამდე, ერთი საათის შესვენებით. თუმცა, როდესაც კონკრეტული საჭიროებები აქვს თანამშრომელს, თუნდაც, სტაჟიორს, მაგალითად, ლექციებზე უნდა იყოს, ან რაღაც სპეციალურ ტრენინგებს გადის, ამ შემთხვევაში მიმართავს ხელმძღვანელობას წერილობით და გათავისუფლებას ითხოვს. ასე რომ, რამე ძირითადი განსხვავება გამოცდილსა და ახალგაზრდა თანამშრომელს შორის არ არის.
ხშირ შემთხვევაში რომელ დეპარტამენტებში ხდება სტაჟიორების აყვანა?

ასე უშუალოდ დადგენილი არ გვაქვს, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით უფრო ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტში. ასევე ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტშიც არის ხოლმე მიღება.
ამჟამად თუ გყავთ სტაჟიორები რომელიმე დეპარტამენტში?

სტაჟიორები მაინც ნაკლებად, მაგრამ ამჟამად 3 სტაჟიორი გვყავს და მუდმივ სამუშაოზე იანვრიდან მოყოლებული რომ ვიანგარიშოთ, 10 ახალი თანამშროემლი გვყავს მიღებული.
საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება სტაჟირება?

ჩვენთან მოკლევადიანი სტაჟირება 3 თვეს გრძელდება.

სტაჟიორებს რა მოვალეობები აკისრიათ, დამოუკიდებლად მუშაობენ თუ ხელმძღვანელები ჰყავთ, რომლებიც საქმეს უნაწილებენ?

რა თქმა უნდა, არიან ხელმძღვანელებთან, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ისინი დამოუკიდებლად ასრულებენ გარკვეული სახის სამუშაოებს. მაგალითად, ჩემი თანაშემწე გასულია ბიულეტენზე და მას ცვლის სტაჟიორი. ერთი მხრივ, ის იღებს მინისტრის აპარატისგან მითითებებს და, მეორე მხრივ, იღებს ჩემგან მითითებებს, ასე ვთქვათ, სამუშაო პროცესში ერთად ვართ ჩართულნი, მაგრამ არის საკითხები, რომლებსაც ის დამოუკიდებლად ასრულებს.
უნაზღაურებთ თუ არა სტაჟიორებს მინიმალურ დანახარჯებს? როგორიცაა კვება და გზის ფული?

ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს, სამწუხაროდ. სახელმწიფო უწყებას მხოლოდ გარკვეული კონკრეტული მიმართულებით შეუძლია გასცეს თანხები, მაგალითად, შრომის ანაზღაურება და ასეთი ტიპის დანახარჯებს ჩვენ არ ვანაზღაურებთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ აუნაზღაურებადი სტაჟირებები.


სხვა სტატიები
კომპანია „ნატახტარის“ პიარმენეჯერი ნინო სურმავა საკუთარი კომპანიის შესახებ გვესაუბრება:

სააქციო საზოგადოება „ლომისი“ ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას ახალგორში ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
სრულად
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შესახებ მისი პიარმენეჯერი თიკო მაკარიძე გვესაუბრება:

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არის ყოფილი „თბილისის წყალი“, იგივე „თბილწყალკანალი“. ეს თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგების და წყალარინების (საკანალიზაციო) მომსახურებას უწევს თბილისის მოსახლეობას, ორგანიზაციებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს. ეს, საერთო ჯამში, 400 000-ზე მეტი აბონენტია თბილისის მასშტაბით. თბილისელების წყალმომარაგება უწყვეტი ციკლია და ამ საქმეს კომპანიის 2000-მდე თანამშრომელი ემსახურება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary