დასაქმება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში
08 ივნისი, 2013
"თავისუფალი ასოციაცია" პერიოდულად შემოგთავაზებთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კადრების განყოფილების წარმომადგენლებთან ინტერვიუს. ახალგაზრდები შეძლებენ გაეცნონ ამა თუ იმ უწყების მოთხოვნებს და გაითვალისწინონ.
ამჯერად ჩვენი ჟურნალისტი სალომე თაბუნიძე ესაუბრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილების უფროს ირინე ერისთავს.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალგაზრდა, რომ თქვენთან შეძლოს მუშაობის დაწყება? რა პროცედურები აქვს გასავლელი?

-ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი იმ მიმართულებით, რა ვაკანსიაზეც შემოაქვს განაცხადი. პროცედურები მარტივია, პირველ ეტაპზე CV და სამოტივაციო წერილი, შემდგომში კი - გასაუბრება.

როგორია სამუშაო გრაფიკი და დატვირთვა?

-სამუშაო დატვირთვა და გრაფიკი ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ ნებისმიერი თანამშრომლისთვის, ანუ 10-დან 7 საათამდე. განსაზღვრულ დროს უნდა იმუშაოს აყვანილმა კადრმა.

როგორი სამუშაო გრაფიკი აქვთ სტაჟიორებს და დასაქმების შემთხვევაში ხელს უწყობთ თუ არა სტუდენტებს დროის მხრივ?

-სტაჟირება ცხადდება განსაზღვრულ პერიოდში და სტაჟიორი ვალდებულია, გამოცხადდეს იმ დროს, როცა მას დანიშნული ექნება სტაჟირება. ჩვენ, ძირითადად, მოთხოვნა გვაქვს კურსდამამთავრებელ ან უკვე უმაღლესდამთავრებულ ახალგაზრდებზე და მათ დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ.

რომელ დეპარტამენტში ან რა მიმართულებით ხდება სტაჟიორების აყვანა ხშირ შემთხვევაში?

-კონკრეტულად არ არის განსაზღვრული რომელ დეპარტამენტებში ხდება ახალი კადრის აყვანა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი დეპარტამენტი რა დროს გამოაცხადებს ვაკანსიას.

რამდენ ხანში ერთხელ ცხადდება სტაჟირება და საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება ის?

-კონკრეტული დრო არ არსებობს სტაჟირების გამოცხადებისა, მაგალითად, ახლა ჩვენ გყვავს უკვე 3 სტაჟიორი საჯარო სამსახურში, შემდეგ დაგეგმილი გვაქვს სტაჟირების გამოცხადება 1 ოქტომბრიდან.

მნიშნვნელოვნად მიგაჩნიათ თუ არა ახალგაზრდების ხელშეწყობა, რაც შემდგომ მათი დასაქმებით გამოიხატება?

- ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია ახალგაზრდა კადრების მიღება, რადგან ისინი ყველაზე მოტივირებულები და ენერგიულები არიან.

უნაზღაურებთ თუ არა მინიმალურ დანახარჯებს, როგორიცაა კვება და გზის ფული?

-სამწუხაროდ, ეს პირობები ჩვენი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის.
სხვა სტატიები
კომპანია „ნატახტარის“ პიარმენეჯერი ნინო სურმავა საკუთარი კომპანიის შესახებ გვესაუბრება:

სააქციო საზოგადოება „ლომისი“ ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას ახალგორში ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
სრულად
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შესახებ მისი პიარმენეჯერი თიკო მაკარიძე გვესაუბრება:

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არის ყოფილი „თბილისის წყალი“, იგივე „თბილწყალკანალი“. ეს თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგების და წყალარინების (საკანალიზაციო) მომსახურებას უწევს თბილისის მოსახლეობას, ორგანიზაციებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს. ეს, საერთო ჯამში, 400 000-ზე მეტი აბონენტია თბილისის მასშტაბით. თბილისელების წყალმომარაგება უწყვეტი ციკლია და ამ საქმეს კომპანიის 2000-მდე თანამშრომელი ემსახურება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary