”მევალებოდა სარჩელების, განცხადებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. ასევე, იურისტისათვის კონსულტაციების დროს დახმარება, კითხვების აღრიცხვა და სპეციალურ პროგრამაში ასახვა” - აღნიშნავს ირინა.
ნიკა სიმონიშვილი იურიდიული დახმარების ცენტრში, ამჟამად ადვოკატ-კონსულტანტის თანამდებობას იკავებს. მისი თქმით, სტაჟირების პერიოდში ასოციაციის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ იურიდიული დახმარების ცენტრში დაესაქმებინათ მოქმედი სტაჟიორები, რომელებიც კარგად იცნობდნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას.
“დამატებით გავიარეთ გასაუბრება, რის შემდეგაც, 21 დეკემბრიდან იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატ-კონსულტანტის თანამდებობაზე სამუშაოდ აგვიყვანეს სამი სტაჟიორი: შორენა ლოლაძე, თათია კაჭარავა და მე, ხოლო ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში კი - ირინა პაპიძე. ადვოკატ-კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობის დაწყების შემდეგ, ჩვენს მოვალეობაში კონსულტაციაზე მოსულ მოქალაქეთა მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და სამართლებრივი რჩევის მიცემა შედის. ამასთანავე, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და ასოციაციისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლა” - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადამიანური რესურსების მენეჯერი თამარ სარაჯიშვილი დასაქმების/სტაჟირების პირობებზე საუბრობს. მისი თქმით, „საია“-სთვის ახალგაზრდების დასაქმებაზე ზრუნვა პრიორიტეტულია, სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია 6 თვეში ერთხელ სტაჟირებას აცხადებს.
თამარ სარაჯიშვილის თქმით, სტაჟირების მსურველი იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი ან უფრო მაღალ საფეხურზე მყოფი იურიდიული განათლების მქონე პირი უნდა იყოს: „ ძირითადი მოთხოვნა არის ის, რომ სტაჟირების მსურველი იყოს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ან იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული“.
სტაჟირების მსურველები ორ ძირითად ეტაპს გადიან, ეს არის წერითი გამოცდა და გასაუბრება.
„სტაჟირების მსურველებმა, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, იურისტის დიპლომის ან სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა. კონკურსის პირველ ეტაპზე ტარდება წერითი გამოცდა. გამოცდაზე დაიშვება ყველა კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტებს. წერითი გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან“ - აღნიშნავს ადამიანური რესურსების მენეჯერი.
იურიდიული დახმარების ცენტრისა და მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის სტაჟიორებს სხვადასხვა მოვალეობები აკისრიათ, ეს შეიძლება იყოს: საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა; სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება; იურიდიული დახმარების თანამშრომლებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა; ბუკლეტების შედგენისას იურისტების დახმარება; იურიდიული დახმარების ცენტრში მოქალაქეებისგან შემოსული კითხვა-პასუხის ელექტრონულ პროგრამაში აღრიცხვა; „საია“-ს ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიერ წარმოებული საქმეების შესწავლა; იურიდიული კონსულტაციის გაცემაში მონაწილეობა; სასამართლო პროცესებზე სიარული. როგორც თამარ სარაჯიშვილი გვეუბნება, სტაჟიორები იურისტებზე არიან მიმაგრებული და დაკისრებულ მოვალეობებს მათი მეთვალყურეობის ქვეშ ასრულებენ, ან როგორც თანაშემწეები, იურისტებს ეხმარებიან.
რაც შეეხება მუშაობის გრაფიკსა და ანაზღაურებას, თამარ სარაჯიშვილი ამბობს, რომ სამუშაო გრაფიკის დადგენა შეთანხმებით ხდება და სწავლის პროცესთან შეთავსებადია. მისი თქმით, სტაჟირება ანაზღაურებადი არ არის, მაგრამ თუ სტაჟიორს ისეთი საქმის გაკეთება დაევალება, რომელიც სტაჟირების პროგრამით არ არის გათვალისწინებული, ის ანაზღაურებას ჰონორარის სახით მიიღებს.
სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შესაბამისი სერტიფიკატს გასცემს. თამარ სარაჯიშვილი აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია სტაჟიორებს ასაქმებს, თუმცა, ყველა სტაჟიორის დასაქმება არ ხდება, ზოგიერთი მათგანი სხვაგან იწყებს მუშაობას ან სტაჟირებას.
„როდესაც ამა თუ იმ პოზიციაზე ვაკანსიას ვაცხადებთ, კანდიდატებს შორის არიან როგორც ჩვენი სტაჟიორები, ისე ის კონკურსანტები, ვინც ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თუმცა, ჩვენ ვამჯობინებთ პრიორიტეტი ჩვენს სტაჟიორებს მივანიჭოთ, რადგან მათ ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება უკვე აქვთ დაგროვილი, მაგრამ არის ხოლმე ვაკანსიები ისეთ პოზიციებზე, სადაც უფრო მეტი სტაჟი, განათლება და გამოცდილებაა საჭირო“ - ამბობს თამარ სარაჯიშვილი.
მისი თქმით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსია პერიოდულად ცხადდება და ამ პოზიციებზე დასაქმებას გარდა საუნივერსიტეტო ბაზისა, უფრო მეტი განათლება და გამოცდილება სჭირდება.