117-ე საჯარო სკოლაში ახალგაზრდებს სტუდენტებმა პროექტ "სალონური საღამოების" ფარგლებში დავით აღმაშენებლის ეპოქა დათო ტურაშვილის ნაწარმოებით წარუდგინდეს. უფროსკლასელებმა ისტორიულ ფიგურას განსხვავებული თვალით შეხედეს და დაინახეს მისი მოღვაწეობა.
თსუ-ის სტუდენტებმა უფროსკლასელებს ამერიკაში ერთ დროს აკრძალული და ახალგაზრდებისთვის საყვარელი წიგნი წარუდგინეს. მოუსმინეთ ისტორიას გმირის შესახებ, რომელიც სამყაროს სიყალბით იყო უკმაყოფილო, გაიგეთ მისი განცდები და გამოხატეთ საკუთარი მოსაზრება.
თსუ-ის სტუდენტები 112-ე სკოლას ეწვივნენ და უფროსკლასელებს შეხვდნენ. მათ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით მიმდინარე რადიოპროგრამის ფარგლებში ქართველი მწერლის წიგნი "დედის ოთახი" წარუდგინეს. ახალგაზრდებში ნაწარმოებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და დედის შესახებ ბევრი სასიამოვნო ფიქრი გაუღვივდათ.
თსუ-ის სტუდენტებმა 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ საინტერესო დისკუსია მოაწყვეს. ახალგაზრდებმა უფროსკლასელებს "ნუ მოკლავ ჯაფარას" წარუდგინეს.
პროექტის მხარდამჭერები: თსუ, თავისუფალი ასოციაცია, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", სორსფაბრიკი, სიდა.
მოუსმინეთ გადაცემას და გაიგეთ მეტი გამოცემის შესახებ.