ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის სამოქმედო სტრატეგიის პრეზენტაცია თსუ-ში
21 იანვარი, 2014
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის სამოქმედო  სტრატეგიის       პრეზენტაცია თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ერთად 2014 წლის სამოქმედო სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა.

,,სიმბოლურია, რომ პრეზენტაცია სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება, რადგან სწორედ ეს უნივერსიტეტი იყო ყოველთვის მედროშე და სულის ჩამდგმელი ახალგაზრდული აქტივობისა" - განაცხადა ლევან ყიფიანმა. 

პრეზენტაციაზე განიხილეს 2013 წლის განმავლობაში ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობა. ფონდის დირექტორის ირაკლი ჟორჟოლიანის განცხადებით, გასულ წელს ფონდში შევიდა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა პროექტებისა და ასევე, ფონდის წარმომადგენლები ჩავიდნენ საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონში: ,,საკუთარ ქვეყანას ვერ შეიყვარებ, თუ არ ჩახვედი და არ ნახე, როგორ ცხოვრობენ ახალგაზრდები, რით სუნთქავენ და ა.შ".

შეხვედრა 2014 წლის სავარაუდო პრიორიტეტების განხილვით გაგრძელდა. ფონდის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ შემდეგი წელი სპორტს, კულტურას, სოციალურ მეწარმეობასა და მსგავს საკითხებს დაეთმობა, ხოლო მთელი აქცენტი გაკეთდება ფონდების მოძიების სტრატეგიების გაუმჯობესებაზე. წლევანდელი წელი იმითაც იქნება განსაკუთრებული, რომ საგრანტო კონკურსი გასული წლებისგან განსხვავებით უკვე ორჯერ გამოცხადდება. ,,ნებისმიერი იდეა, რომელიც იქნება პროგრესული, წავახალისებთ" - განაცხადა ირაკლი ჟორჟოლიანმა.

პრეზენტაცია დისკუსიით დასრულდა, რომლის ფარგლებში განიხილეს რამდენიმე პრობლემური საკითხი და ასევე დაიბადა ახალი პროექტების განხორციელების იდეაც. 

,,ჩვენ გვჯერა შენი იდეების" – ასე ჟღერს ფონდის 2014 წლის დევიზი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary