“ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის” ყრილობა
22 იანვარი, 2014
     “ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის” ყრილობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის" ორგანიზებით ყრილობა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი კლუბის წევრების უკეთ გაცნობა, მათი პიროვნული თუ პროფესიული შესაძლებლობის წარმოჩენა და ახალი იდეების წამოჭრა იყო. ყრილობაზე კლუბის წევრებმა ჩვენი ქვეყნის აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს. თითოეულმა მომხსენებელმა საკუთარი აზრი გამოთქვა სხვადასხვა თემაზე და აუდიტორისგან დასმულ კითხვებს უპასუხა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

"დღეს მოვისმინე ბევრი ახალი და განსხვავებული აზრი. გარკვეული საკითხები განსხვავებული კუთხით დავინახე და მივიღე ახალი გამოცდილება. ასევე დავსახეთ გეგმები, რომელთა განხორციელებაც, როგორც ორგანიზატორებზე, ასევე წევრებზეცაა დამოკიდებული. ვიმედოვნებ, ჩვენ ერთად მივაღწევთ ჩვენი კლუბის განვითარებასა და წარმატებას" – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კლუბის ახალმა წევრმა თორნიკე დავითაშვილმა.

კლუბის პრეზიდენტმა მიხეილ შენგელიამ და კლუბის ერთ–ერთმა წევრმა ახალი იდეა წამოაყენეს, რაც გულისხმობს მომავალში საქართველოში სამხედრო არსენალის შემცირებაზე დისკუსიის გამართვასა და ექსპერტების მოწვევას.

გარდა ამისა, კლუბის ვიცეპრეზიდენტმა ლია გელაშვილმა წევრებს ახალი სტუდენტური კონფერენციის "ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები" შესახებ ინფორმაცია გააცნო. კლუბის წევრებმა მომავალ კვირაში გიგი უგულავასთან შეხვედრაც დაგეგმეს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary