„ნაციონალიზმი და თანამედროვე ხელოვნება”
23 იანვარი, 2014
„ნაციონალიზმი და თანამედროვე ხელოვნება” ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სეზგინ ბოინიკიმ და მინა ჰენრიკსონმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარეს თემაზე - "ნაციონალიზმი და თანამედროვე ხელოვნება".

ლექციაზე განიხილეს საკუთარი პრაქტიკა, აჩვენეს სურათები, მოაწყვეს წიგნების პრეზენტაცია და მათი განხილვა. რა კავშირია და როგორ მუშაობს სახელმწიფოს იდეოლოგიური აპარატი თანამედროვე ხელოვნებაში, რა შესაძლებლობას გვთავაზობს თანამედროვე ხელოვნება ნაციონალისტური იდეოლოგიისგან გასათავისუფლებლად - ამ საკითხებზე ისაუბრეს დღეს მომსენებლებმა ლექციაზე.

შეხვედრის ორგანიზატორი იყო სახელოვნებო ორგანიზაცია ,,გეოარი". მისი სახელოვნებო რეზიდენცია მასპინძლობს საერთაშორისო ხელოვანებს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთი ან ორი თვით. ორგანიზაციის მიზანია, რომ ყველა სტუმარი უფრო ახლოს გაეცნოს ჩვენს კულტურას და შეხვდენ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary