ახალგაზრდული არქეოლოგიური პროექტების შედეგების პრეზენტაცია
24 იანვარი, 2014
ახალგაზრდული არქეოლოგიური პროექტების შედეგების პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდული არქეოლოგიური პროექტების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.


აღნიშნული მიმართულებით პროექტები სამინისტროს ახალგაზრდული საქმეთა დეპარტამენტმა და სსიპ ბავშთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა დააფინანსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ხვამლის ამქარმა" განახორციელა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები და ექსპედიციის წევრები, რომლებმაც წარმოადგინეს ექსპედიციის შედეგები და ანგარიში. შეხვედრა პროექტის ორგანიზატორებმა: დავით სულხანიშვილმა და ვახტანგ შატბერაშვილმა გახსნეს. 

"2013 წლის "ხვამლის ამქრის" ექსპედიცია ითვალისწინებდა წინა ექსპედიციების კვლევის გაგრძელებასა და მასში ახალგაზრდა არქეოლოგებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას. პროექტის ფარგლებში გაიწმინდა ხვამლის ზედა პლატოზე ადრე აღმოჩენილი კარიბჭე და დაიზვერა მღვიმეები. გამოვლინდა აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები, ხვამლის კლდის ძირში აღმოაჩინეს უძველესი დასახლების ნაშთები. ექსპედიციის წევრებმა მიაკვლიეს უძველესი ადამიანის სადგომსა და კაჟის იარაღებს. სოფელ ტვიშში პროექტის ფარგლებში გაიხსნა მარტივი ტიპის ტურისტულ–საინფორმაციო ცენტრიც" – განაცხადა დავით სულხანიშვილმა.

2013 წელს სამინისტროს მხარდაჭერით პროექტებში ჩართულმა ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა ისტორიული ხვამლის მთაზე მოაწყო ექსპედიცია, მეორე ნაწილმა კი სოფელ ქსნის ხეობა შეისწავლა.

ღონისძიების მიმდინარეობისას ახალგაზრდა მეცნიერმა და ექსპედიციის წევრმა ნიკოლოზ ჩადუნელმა პრეზენტაცია გააკეთა, სადაც ისაუბრა აღმოჩენილი სამარხებისა და მასში ჩაყოლებული ნივთების შესახებ. 

"აღსანიშნავია, რომ ეს სამარხები V საუკუნით თარიღდება. რაც შეეხება სპეციალურ სათავსოებს, რომელიც აღმოვაჩინეთ, ისინი - IX–XI საუკუნეებით. ყველაზე ძველი სამარხი ხვამის მთაზე იქნა ნაპოვნი, რომელიც III-IV საუკუნეებს მიეკუთვნება. თავისი მნიშვნელობით უაღრესად საინტერესოა ეს სამარხები და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ ხვამის მთა და გონის მდელო სრულიად გამოსაკვლელია, სავარაუდოდ, იქ კიდევ ბევრ აღმოჩენას გააკეთებენ მეცნიერები" – აღნიშნა ნიკოლოზ ჩადუნელმა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ლაშქრობები, ექსკურსიები. ექსპედიციებსა და არქეოლოგიურ სამუშაოს ხელმძღვანელობდნენ პროფესიონალი არქეოლოგები, არქიტექტორები და სკოლის მოსწავლეებიც. 15 წლის ანი ვერძაძემ შეხვედრაზე თავისი შთაბეჭდილება გაუზიარა სტუმრებს და მოუწოდა ახალგაზრდებს პროექტში ჩართვისკენ.
ორივე პროექტში აზერბაიჯანელი სოფელ კახის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ ჩართული. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების ჩართვა არქეოლოგიურ ექსპედიციებში და მათი დაინტერესება ქართული კულტურული მემკვიდრეობით. 

ექსპედიციებთან ერთად ახალგაზრდებს შემეცნებითი ლექციებიც ჩაუტარდათ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary