საქართველოს მონაწილეობა ევროპელ მეგობრებთან ერთად სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში
24 იანვარი, 2014
საქართველოს უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის ცენტრის" ორგანიზებით ლექცია ჩატარდა თემაზე - საქართველოს მონაწილეობა ევროპელ მეგობრებთან ერთად სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში.

ლექცია წაიკითხა ამავე ცენტრის წარმომადგენელმა შაკო ჩიხლაძემ. 

"ჩვენი მიზანია, ხალხს უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი ქვეყნიდან წასული ჯარისკაცების შესახებ. თუ რა ევალებათ იქ წასულ ახალგაზრდებს და რისი გაკეთება უწევთ სამშობლოდან მოშორებულებს" - განაცხადა შაკო ჩიხლაძემ.

ლექციაზე საუბარი იყო კოსოვოსა და საქართველოს შესახებ. ამ უკანასკნელმა 1998 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა ნატოსთან და 1999 წლიდან უკვე მისი ჯარისკაცები (34 კაცი) კოსოვოს ტერიტორიაზე მიემგზავრებიან ქ. მამუაში თურქ სამშვიდობოებთან ერთად. 2003 წლიდან კი, 150 ჯარისკაცი ირიცხებაგერმანელთა ბატალიონის შემადგენლობაში. საუბარი იყო 2008 წელზეც, როცა ქართველებმა საბოლოოდ დატოვეს კოსოვოს ტერიტორია და სამშობლოში დაბრუნდნენ.

ორსაათიანი ლექციის ბოლოს სტუდენტებთან დისკუსია გაიმართა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary