„ლიბერალური აკადემია თბილისი“ თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა
24 იანვარი, 2014
„ლიბერალური აკადემია თბილისი“ თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო კვლევით ორგანიზაცია "ლიბერალური აკადემია თბილისი" საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან.

შეხვედრის მიზანი ვიზის ლიბერალიზაციის პერსპექტივების გაცნობა იყო. პროექტი სალომე ბულიას ხელმძღვანელობით წამოიწყო "ლიბერალური აკადემია თბილისმა" და დააფინანსა ფონდ "ღია საზოგადოება საქარველომ". პროექტის მთავარი ამოცანა და მიზანია, რომ ქართველი საზოგადოება აღიჭურვოს იმ ცოდნით, რომელიც მათ საკონსულოებთან ურთიერთობაში გამოადგება, მაგალითად, პენსიონერთათვის, სტუდენტთათვის და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისათვის ხშირ შემთხვევაში ვიზა უფასოა, გარდა ტურისტულისა.
სალომე ბულიას კვლევების შედეად მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობას უფასო ვიზის შესახებ არაფერი გაეგო. ასევე საზოგადოებამ არ იცის ვიზაზე უარის თქმის შემთხვევაში, გასაჩივრებისა და კონსულისგან ახსნა-განმარტების მოსმენის უფლება რომ აქვს იმის თაობაზე, თუ რატომ არ მისცეს მას ვიზა. საკონსულოები კი ამ ყველაფრით ცუდად სარგებლობენ და ხშირ შემთხვევაში ართმევენ ფულს მათ, ვისაც კანონით არ უნდა გამოართვან.
პროექტის მიზანს ასევე წარმოადგენდა საკონსულოებისათვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რა ხდება მათ დაწესებულებებში და პრობლემა.
ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია "ლიბერალური აკადემია თბილისმა" გამოაცხადა ფოტოკონკურსი, რომლის თემაც ვიზებთან დაკავშირებული პრობლემებია. კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემიები.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary