„მტკიცე უარი ხუდონჰესს“ - აქცია პარლამენტის შენობასთან
25 იანვარი, 2014
„მტკიცე უარი ხუდონჰესს“ - აქცია პარლამენტის შენობასთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"მტკიცე უარი ხუდონჰესს" - ამ ლოზუნგით სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიური ლიგა" პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციას შეურთდა, რომელიც "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" ინიციატივით მოეწყო.

"გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" თავმჯდომარემ ლაშა ჩხარტიშვილმა აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და პარლამენტარების სახელზე ინდივიდუალურად მომზადებული 150 მიმართვა წარუდგინა, სადაც მათ მოუწოდებს, უარი თქვან დიდი ჰესების მშენებლობაზე.

მარი იმერლიშვილი "კავკასიური ლიგის" წევრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია: "ჩვენი ორგანიზაცია იზიარებს იმ პოზიციას, რომ საქართველოში დიდი ზომის ხუდონჰესები არ უნდა აშენდეს, რადგან ამას შედეგად მოყვება სოფლების დატბორვა, სასაფლაოს წყალქვეშ მოქცევა და წმინდა გიორგის საუკუნოვანი ფრესკის განადგურება, რაც ჩვენთვის, როგორც მოქალაქეებისა და ახალგაზრდა თაობისთვის, მიუღებელია".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary